სიახლეები

მოზარდ მაყურებელთა თეატრი ბავშვებისთვის ფოტო-კონკურს აცხადებს!

ფოტო-კონკურსი ბავშვებისთვის ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებების თემაზე!

14 ნოემბერს ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა. მსოფლიოში სახელგანთქმულ შვედ მწერალს წელს 109 წელი შეუსრულდებოდა. მოზარდ მაყურებელთა თეატრი ყველასათვის საყვარელი საბავშვო მწერლის დაბადების დღეს განსაკუთრებით აღნიშნავს და პატარა მაყურებელს ფოტოკონკურსს სთავაზობს „ყველაზე ორიგინალური პეპი“ და „ყველაზე ორიგინალური ემილი“.

7-დან 13 ნოემბრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ კონკურსანტის ერთი ფოტოსურათი თეატრის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის მესიჯით. ფოტო უნდა ესადაგებოდეს (კონკურსანტის ხასიათით, ჩაცმულობით, ვარცხნილობით, აქსესუარებით და სხვ.) მოცემულ თემას. გამოგზავნისას მიუთითეთ: კონკურსანტის სახელი, გვარი და ასაკი.

კონკურსიდან მოიხსნება ფოტოშოპში დამუშავებული ფოტო. „ორიგინალური პეპის“ და „ორიგინალური ემილის“ ფოტოკონკურსში გამარჯვებულები ლაიქების ოდენობით გამოვლინდებიან.

კონკურსანტების ფოტოსურათები თეატრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე fb.com/MozardmaqurebeltaTeatri ერთი ალბომის სახით გამოქვეყნდება 14 ნოემბერს. კონკურსი გაგრძელდება 28 ნოემბრის ჩათვლით. გამარჯვებულები ორ კატეგორიაში – „ყველაზე ორიგინალური პეპი“ და „ყველაზე ორიგინალური ემილი“ დასახელდებიან 30 ნოემბერს.

ვისაც არ გახსოვთ ლინდგრენის ნაწარმოები „ ემილის თავგადასავალი“ შეგიძლიათ შეხვიდეთ ჩვენი თეატრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ან ვებ-გვერდზე www.mozardi.ge და დაათვალიეროთ ფოტო-ალბომი „ემილის თავგადასავალი“.

პირველ ადგილზე გასულ კონკურსანტს საჩუქრად გადაეცემა წიგნის მაღაზია სანტა ესპერანსას მიერ დაწესებული წიგნი – ასტრიდ ლინდგრენის „პეპი გრძელწინდა“ და ორი მოსაწვევი „პეპი გრძელწინდას“ პრემიერაზე, რომელიც 2 დეკემბერს გაიმართება. მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს საჩუქრად გადაეცემათ „სანტა ესპერანსას“ მიერ დაწესებული წიგნები.

Back to top button