სიახლეები

მოზარდ მაყურებელთა თეატრის საიუბილეო კვირეული

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრს 18 აპრილს 90 წელი უსრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 14-18 აპრილის ჩათვლით გაიმართება მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლების შოუ-ქეისი, რომელთაც საზღვარაგარეთიდან ჩამოსული პროდიუსერები, სამხატვრო ხელმძღვანელები და დირექტორები დაესრებიან.
შოუ-ქეისზე წარმოდგენილი იქნება მოზარდ მაყურებელთა თეატრის 10 სპექტაკლი ესენია: “აურზაური არაფრის გამო” ( რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი), “შვლის ნუკრის ნაამბობი” ( რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი), “ბილოქსი ბლუზი” (რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი) , “რწყილი და ჭიანჭველა” (რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი) , “წითელქუდა” ( რეჟისორი ოთარ ბაღათურია), “EVANGELION”( რეჟისორი და ქორეოგრაფი გია მარღანია), “ღამე და თუთიყუში (რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი) , “სევილიელი დალაქი” ( რეჟისორი ბესო კუპრეიშვილი), “ირინეს ბედნიერება” (რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი), “სეილემის პროცესი” (რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი) .
საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ჩამოდიან სტუმრები : გერმანიდან, ისრაელიდან, ინდოეთიდან, სლოვაკეთიდან, პოლონეთიდან, ბელორუსიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან.
საიუბილეო კვირეული გაიხსნება 14 აპრილს. მოზარდ მაყურებელთა თეატრის ფოიეში 12 საათზე გაიხსნება გამოფენა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება : ისტორიული აფიშები და სახელგანთქმული ქართველი მხატვრების ესკიზები, რომლებმაც სხვადასხვა დროს მოზარდ მაყურებელთა თეატრის ეპოქა შექმნეს.
18 აპრილს , საიუბილეო კვირეულის დასკვნით დღეს მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიმართება საიუბილეო საღამო . ამავე დღეს ალბომის “მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90” პრეზენტაცია შედგება.
მოზარდ მაყურებელთა თეატრი მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის : საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ქინძმარაულის მარანს.

Back to top button