ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი
აცხადებს ქასთინგს:
1. მსახიობი მამაკაცის 2 ადგილი (30 წლამდე)
2. მსახიობი ქალის 2 ადგილი (30 წლამდე)
პირობები:
- მონაწილე მსახიობმა უნდა შეასრულოს მისი სურვილით შერჩეული მონოლოგი, თეატრის მიერ წინასწარ შეთავაზებულ პიესათა ნუსხიდან; შემდეგ-იგივე მონოლოგი რომელიმე ზღაპრის პერსონაჟის სახით. (ზღაპრის პერსონაჟს მსახიობს შესთავაზებენ ქასთინგის მიმდინარეობის პროცესში).
- მსახიობმა უნდა მოამზადოს და შეასრულოს მუსიკალური მონაკვეთი, ასევე თეატრის მიერ წინასწარ შეთავაზებული მიუზიკლიდან. მონაკვეთი უნდა შეიცავდეს ცეკვასა და სიმღერას.
- მსახიობს ეძლევა აგრეთვე თავისუფალი არჩევანის უფლება. მას შეუძლია წარადგინოს ნებისმიერი ნაწყვეტი ლიტერატურული ან დრამატურგიული ნაწარმოებებიდან. ასევე შეუძლია გაითამაშოს სცენა პარტნიორთან ერთად.
ქასთინგის მონაწილისათვის სამივე პირობა სავალდებულოდ შესასრულებელია. ქასთინგში მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი პროფესიული განათლების მქონე პირს (სამსახიობო ფაკულტეტის მეოთხე კურსელს).
ქასთინგში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადებია:
►20 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველდღე კვირის გარდა 12-დან – 16 საათამდე, საკონტაქტო ტელეფონი 2 95-36-81. მისამართი: აღმაშენებლის 99/1.
►კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს CV, ფოტოსურათი და დიპლომის ასლი, IV კურსელებისთვის ცნობა დეკანატიდან. რეგისტრაციის ადგილზე ქასტინგის მონაწილე უნდა გაეცნოს თეატრის მიერ შემოთავაზებულ მასალებს, საჭიროების შემთხვევაში თეატრი ნებისმიერ მსურველს გაატანს შერჩეული მასალის ქსეროასლს და სრულიად უსასყიდლოდ გაუწევს კონსულტაციას მუსიკალური ნომრის მომზადებაში.
►ქასთინგი ჩატარდება 20 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრამდე. შედეგები გამოცხადდება 2016 წლის 15 ნოემბრამდე. ქასთინგში გამარჯვებულთა ხელშეკრულებები გაფორმდება 2017 წლის 1 იანვრიდან.
►საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას პრიორიტეტული იქნება იმ კონკურსანტების მიღების საკითხი, რომლებიც ამ მომენტისათვის არ თანამშრომლობენ სხვა რომელიმე თეატრში – შტატის მსახიობის პოზიციაზე.