9-19 მარტის ჩათვლით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, 17-ე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი “სლავია” გაიმართება. საერთაშორისო ფესტივალს 9 მარტს გახსნის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი “აურზაური არაფრის გამო” (რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი). ფესტივალი საკონკურსო ხასიათისაა. საქართველოს გარდა მასში მონაწილეობენ: გერმანიის, ეგვიპტის, ირანის, ალჟირის, მონტენეგროს, რუსეთის, სერბეთისა და ყაზახეთის თეატრალური დასები.