სიახლეები

მოზარდმაყურებელთა თეატრის აბონიმენტები ყველა ასაკის მაყურებელს

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი მომხმარებელს სიახლეს სთავაზობს. სამი სახის აბონემენტი: ცეროდენა, მეგობარი, თეატრალი- გათვლილია ყველა ასაკის მაყურებელზე.

აბონემენტი “ცეროდენა” განკუთვნილია უფროსზე და 2 ბავშვზე, 4-ჯერადი შესვლის უფლებით . აბონემენტი „ცეროდენა“ განსაზღვრულია 2-10 წლამდე ბავშვზე.
აბონემენტი “მეგობარი” განკუთვნილია 11-15 წლამდე მაყურებლისთვის. აბონემენტის საშუალებით 1+1, მომხმარებელი მეგობართან ერთად ბილეთს მხოლოდ 3 ლარად შეიძენს და დაესწრება 4 სპექტაკლს.
აბონემენტი “თეატრალი” 15 წელს ზემოთ მაყურებელზეა გათვლილი, რომელსაც მოზარდ მაყურებელთა თეატრში 8-ჯერ შეუძლია დაესწროს სპექტაკლებს.

სპექტაკლების არჩევა მომხმარებელს თავად შეუძლია. ყოველი კატეგორიის აბონემენტის ღირებულება 24 ლარს შეადგენს. მათი შეძენა შესაძლებელია მხოლოდ მოზარდ მაყურებელთა თეატრის სალაროში. აბონემენტებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება 2017-18 წლების თეატრალური სეზონის განმავლობაში.

Back to top button