სეზონის გახსნამდე ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი გასტროლით უკრაინას ეწვევა.
8-13 სექტემბერს, ქალაქ კიევში, თოჯინური სპექტაკლების მეორე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. 9 სექტემბერს მოზარდელები დიმიტრი ხვთისიაშვილისა და გია მარღანიას ერთობლივ სპექტაკლს, “რწყილი და ჭიანჭველა” წარმოადგენენ.