სიახლეები

მოზარდმაყურებელთა თეატრისა და ზუგდიდის თეატრის ერთობლივი პროექტი

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრისა და ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ერთობლივი პროექტი.

22 , 23 ,24 და 25 დეკემბერს, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე პრემიერაა. ამერიკელი დრამატურგის ნილ საიმონის კომედიას “მგზნებარე შეყვარებული” რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი დგამს. სპექტაკლის დამდგმაელი მხატვარია მაია სხირტლაძე, მუსიკალური გაფორმება ალექსანდრა ლორთქიფანიძეს ეკუთვნის.

სპექტაკლში მონაწილეობენ: მარინა დარასელია (ზუგდიდის თეატრი), მზევინარ ჩარგაზია (ზუგდიდის თეატრი), ნინო კიკაჩეიშვილი, სოფიო ებრალიძე, ვახტან ნოზაძე, ბესო მეგრელიშვილი, მაკა ბარდაველიძე, ნინო ლეჟავა, ხათუნა ბერძენიშვილი, ქეთი ქიტიაშვილი.

პიესა 1969 წელს დაიწერა, მას შემდეგ არა ერთ ენაზე ითარგმნა და დღემდე მსოფლიოს უამრავი თეატრის რეპერტუარშია.
სპექტაკლის მთავარი პერსონაჟი საშუალო ასაკის, ზედმიწევნით მეოჯახე მამაკაცია, რომელიც კრიზისულ პერიოდს განიცდის. რა სიმპტომები გააჩნია “საშუალო ასაკის კრიზისს” , რაში გამოხატება იგი და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას? მზა რეცეპტი არ არსებობს, თუმცა “პრობლემების დავიწყების საკეთესო საშუალებად” ნილ საიმონი სიცილს გვთავაზობს. იუმორი ხომ ილუზიების, სუსტი და ძლიერ მხარეების, იმედებისა და საკუთარი თავის შეცნობაში გვეხმარება.

სპექტაკლი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხადაჭერით.

Back to top button