2015 წლის იანვარში მუსიკისა და დრამის თეატრი გაწევრიანდა ახალი ევროპული თეატრების ასოციაციაში ,,NETA“ (New European Theater Action), რომლის ინიციატივით და დაფინანსებით ტარდება მრავალი თეატრალური ღონისძიება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
13–20 სექტემბერს მუსიკისა და დრამის თეატრი მიემგზავრება სლოვენიასა და მონტენეგროში, სადაც სპექტაკლი ,,დორიან გრეის პორტრეტი“ (რეჟისორი –ნინი ჩაკვეტაძე) მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ,,Ex-Ponto Festival NETA Network“.
ვუსურვოთ წარმატება! ფესტივალის ვებ-გვერდი