სიახლეები

სიახლეები მარჯანიშვილის თეატრისგან

სპეციალურად თქვენთვის – შესვენების დრო! სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით),თქვენი შესვენების დროს, 13:00 – 15:00 საათამდე, ბილეთის შეძენა შესაძლებელია 50% ფასდაკლებით ყველა სპექტაკლზე (დიდი სცენა).

იმისათვის, რომ გახდეთ ამ შემოთავაზების მონაწილე, საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ მობრძანდეთ თეატრის სალაროში შესვანების დროს და შეიძინოთ თქვენთვის სასურველი სპექტაკლის ბილეთი ნებისმიერი რაოდენობით.

სტუდენტებისათვის!
სტუდენტებისათვის მარჯანიშვილის თეატრში – სპეციალური 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო. ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა ბილეთები სპეციალურ ფასად შეიძინოს ორივე სცენაზე (დიდი სცენა, სხვენი) ამისათვის საჭიროა მხოლოდ:

  • სტუდენტმა თან უნდა იქონიოს სტუდენტის დამადასტურებელი მოწმობა

”ერთი საათი თეატრში” – თეატრალური მოგზაურობა სკოლის მოსწავლეთათვის გრძელდება!
როგორია თეატრი სპექტაკლის მიღმა? რას ინახავს თეატრის 85 წლის ისტორია ? რა შეიძლება გავიგოთ თეატრის შესახებ და როგორ შეცვლის ეს მოგზაურობა ჩვენს წარმოდგენას თეატრზე, სამყაროზე, ადამიანებზე? მაშ ასე – ერთად ვიმოგზაუროთ თეატრალური დეკორაციების, პარიკების, კოსტიუმების საუფლოში და ვეზიაროთ თეატრის ჯადოსნურ სამყაროს.

მოგზაურობის გეგმა:

  • ყოველ პარასკევს
  • შეკრება – 15 საათზე თეატრის მუზეუმში
  • მოკლე ისტორიული ექსკურსი და თეატრის დათვალიერება.

შეხვედრის გიდი: თეატრმცოდნე, მუზეუმის მთავარი მცველი – რუსუდან შოშიტაიშვილი
ბილეთის ფასი: 2 ლარი
(ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროში)
ჯგუფის რაოდენობა: 15 ბავშვი

Back to top button