სიახლეები

ნიკო გომელაურის გზა

ადამიანი მიდის, მისი შემოქმედება კი რჩება… ნიკო გომელაური წავიდა, მაგრამ მისი შემოქმედება უკვდავია, უკვდავია მისი პოეზია, მის მიერ, თეატრის სცენაზე  ნათამაშები როლები. ნიკო იყო  ნიჭიერი ადამიანი, რომელიც დაიბადა 1970 წლის 12 ივლის და გარდაიცვალა 2010 წლის 13 აპრილს. ამ დროის მანძილზე მან შექმნა ლეგენდა, შექმნა ისტორია რომელსაც ჰქვია “ნიკო გომელაურის გზა”, გზა პოეზიისკენ, გზა თეატრისკენ და ზოგადად ნიჭიერებისკენ, რომელიც სამწუხაროდ ძალიან მოულოდნელად და უდროოდ დასრულდა.

ახლა ვწერ ამ პოსტს და თითოეული სიტყვაზე ვჩერდები და ვფქრობ, რამდენი რამ უნდა გაეკეთებინა კიდევ მას თავისი ხალხისთვის, თავისი საყვარელი ხალხისთვის… რამდნი უნდა დაეწერა ან რამდენი როლი უნდა ეთამაშა კიდევ სცენაზე და არამარტო… მაგრამ დრომ გაწირა ის, გაწირა საათმა რომელმაც ისრები დროზე ჩქარა დაატრიალა, თითქოს და ნიკოს საწინააღმდეგოთ… 13 აპრილს კი ეს საათი გაჩერდა და ნიკოს  გულიც, რომელიც მთლიანად მიყურადებული იყო ამ საათის წიკწიკს აღარ ფეთქავდა…

***

დრო ყველაფრის მკურნალია,
ოღონდ ჩემი არა.
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.

იტირა ხალხმა და აქვითინდა თავად კალამი მისი, რომელმაც თავი კვლავ მარტოსულად იგრძნო. ნიკო წერად და თამაშობდა სპექტაკლებს მთელი თავისი არსებით… ვინც კი ისმენდა მის ლექს ან ნახულობდა მის მიერ შესრულებულ როლებს თეტრის სცენაზე, ყველას მხოლოდ ერთი რამ აოცებდა, თუ როგორი ნიჭიერი და როგორი შეყვარებული იყო თავის სამშობლოზე ეს ადამიანი! იგი მარტო პოეტი და მსახიობი არ იყო, ის გმირი და მამულიშვილი იყო! ისე გულიანად კითხულობდა თავის გულიან ლექსებს ,რომ აუცილებლად შეგძრავდა შიგნიდან ან შეგაყვარებდა, შეგაძულებდა, გაგამხიარულებდა და სევდიანსაც გაგხდიდა, დაგაფიქრებდა და გაგიტაცებდა ოცნებებში… მისი ხმის ტემბრი, მისი ინტონაცია და მოელვარე თვალები, რომელიც წაკითხულ ლექს აკომპანიმენტს უკეთებდა, ანალოგიური სიტუაცია იყო სცენაზე, როდესაც ნიკო მთლიანად ითავისებდა როლს და იმდენად სწორად გადმოსცემდა პერსონაჟის ბუნებას და სიტუაციას რომ, ვერ გაარჩევდით სპექტაკლს უყურებდით თუ  ნიკო გომელაურის ცხოვრებას.

***

წავედი… ალბათ მომბეზრდა ბრძოლა,
მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის,
ჯდომა, კი არა ნემსებზე წოლა,
აღიარება მომბეზრდა ბრალის.

წავედი… ალბათ არ ღირდა წასვლა,
არც მოსვლა ღირდა, მაგრამ, ხომ მოხდა,
არც გრძნობაზე ღირს ხაზის გადასმა,
არც, თუ გახაზავ იმაზე ოხვრა.

“ვაგროვე დარდი, ვაგროვე სევდა და ახლა ვეცადე ნაწილი აქ მეთქვა” თითქოს გულმა მიბიძგა.. ბევრმა დაწერა ჩემს გარდა, მაგრამ მეც ვთვლი რომ იყო საჭირო მეც დამეწერა ის რასაც ახლა კითხულობთ… ის იმსახურებს უფრე მეტს ვიდრე ეს ქება ჩემი აქ ნათქვამი… მჯერა ის მუდამ გვეხსომება და ვერ დაგვავიწყდება! გახსოვდეთ გზა, გზა რომელიც მიდის ნიკო გომელაურის შემოქმედებასთან! მისი შემოქმედება კი უკვდავი!

პ.ს. გამიზნულად არ ვწერ მისი ბიოგრაფიას ოფიცალურ ნაწილს… 1. ვიცი რომ ყველას ექნება წაკითხული 2. ვფიქრობ ამ პოსტით ცოტათი მაინც შევძელი მის პიროვნებაზე ისე საუბარი, რომ ვინმემ თუ არ იცის ვინ იყო ნიკო გომელაური დაინტერესდება და ნახავს მის პეროსნალურ გვერდს ან სხვა წყაროებს რომელიც უხვადაა ინტერნეტში!

ნიკო სკოლის პერიოდში

ავტორი: levangiorgadze.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Back to top button