ამერიკის კინოაკადემიის მთავარ ჯილდოზე, „ოსკარზე“ საქართველო ლევან თუთბერიძის ფილმს „მოირას“ წარადგენს. ეს გადაწყვეტილება 12 სექტემბერს, კინოთეატრ ამირანში, ოსკარზე წარსადგენი ფილმების ჩვენების შემდეგ, სპეციალურად შექმნილმა კომისიამ მიიღო.
თუმცა მანამდე შეგახსენებთ რომ ფილმი წარდგენილია სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე რომელიც 18 სექტემბერს დაიწყება და 26 სექტემბრამდე გაგრძელდება! ნამდვილად კარგი ნამუშევარია და იმსახურებს გამარჯვებას!
დამატებით ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე: http://www.sansebastianfestival.com/sections_and_films/7/635290/in