სიახლეები

ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო

საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრი დაარსებიდან 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით 13 მაისს, 20:00 საათზე – საქართველოში პანტომიმის პირველი საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა, რომელიც 22 მაისამდე გაგრძელდება.

ფესტივალის ორგანიზატორი პანტომიმის თეატრი. იგი ტარდება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით. იდეის ავტორია ამირან შალიკაშვილი უმცროსი, რომელიც წლებია ამ სფეროში მოღავწეობს და მის სახელოვან მშობლებთან ერთად აგრძელებს იმ ტრადიციას, რომელმაც არაერთხელ მოუტანა უდიდესი წარმატება არამარტო ამ თეატრს, არამედ საქართველოს.

ჩარლი ჩაპლინისა და მარსელ მარსოს შემდეგ ამირან შალიკაშვილი, საკუთარი ინდივიდუალურობითა და ამ სფეროსათვის ნაკლებად დამახასიათებლი დრამტულობის განცდით, ხელოვნების ამ მიმართულების ერთადერთ გამგრძელებლად ითვლება მსოფლიოში. ფესტივალის მიზანიც სწორედ ის გახლავთ, რომ ახალგაზრდა მსახიობებმა, რომლებიც ეწვევიან საქართველოს ფესტივალის ფარგლებში, გაიზიარონ მაესტროს გამოცდილება და შეეცადონ არ დაკარგონ ტრადიცია, რომელსაც თითქმის უკვე საუკუნის წინ, ზემოთჩამოთვლილმა კორიფეებმა, ჩარლი ჩაპლინმა და მარსელ მარსომ ჩაუყარეს საფუძველი.

ფესტივალი 13 მაისს გაიხსა პანტომიმის თეატრის ეზოში გამართული პერფომანსით და მასში მონაწილეობაs ცნობილი პანტომიმის თეატრები და მსახიობები იღებენ. ფესტივალის ფარგლებში არაერთი მასტრეკლასი გაიმართება.

ფესტივალის პროგრამა – წარმოდგენები და მასტერკლასები:

  • 13 მაისი ფესტივალის გახსნა ,,პერფომანსი“ ღია ცის ქვეშ
    (თბილისის სახელმწიფო პანტომიმის თეატრის მსახიობები, ფესტივალის სტუმრები)
  • 14 მაისი იომი -ჟოზეფ მიშელ კაროუზერი (გერმანია)
  • 15 მაისი პანტომიმის სახელმწიფო თეატრი (საქართველო) ,,ჯვარცმული პოეტი“.
    მაკოტო იონუე. (იაპონია) მასტერკლასი
  • 16 მაისი მაკოტო ინოუ (იაპონია. კაბუკის თაეტრი)
  • 17 მაისი ერევნის სახელმწიფო პანტომიმის თეატრი.
  • 18 მაისი ფსევდოკიეზისი (საქართველო)
    “STOP AIDS” ( საქართველო)
    გიორგი ოსეფაშვილი (საქართველო) მასტერკლასი.
  • 19 მაისი მოძრაობის თეატრი (საქართველო)
  • 20 მაისი ქუთაისის პანტომიმის თეატრი.
  • 21 მაისი ,,სტუმარ მასპინძელი“ (საქართველო)
    მარკოს სტოჟანოვიჩი (მსოფლიო მიმების ორგანიზაციის პრეზიდენტი)-
    მასტერკლასი
  • 22 მაისი ფესტივალის დახურვა. ამირან შალიკაშვილი (საქართველო)
    საქართველოს პანტომიმის თეტრი.

 

Back to top button