სიახლეები

სპექტაკლი პერფორმანსი სამეფო უბნის თეატრში “უთქმელი ამბები”

მხოლოდ 1 ივნისს
20:00 საათზე
(16+)

ოთხი პერსონაჟი, ოთხი პიროვნება „ყვება“ თავიანთ ისტორიებს სხეულის მოძრაობით, წყლით, გამოსახულებით, ოთხი განსხვავებული პიროვნება, ძალიან ახლოს ერთმანეთთან, როგორც ფიზიკურ ისე დროის სივრცეში, ერთმანეთით გაჟღენთილნი, იბრძვიან ყურადღებასა და ინტიმურობისთვის. გაღიზიანებულები, სურთ რომ იპოვონ ისტორია, რომელიც ჯერ არასოდეს არ უთქვამთ. „ცეკვა პოლონეთში – შინაგანი ცხოვრება“ (ლექცია/დისკუსია) – გჟეგოჟ კონდრასიუკ (მარია კირი-სკლოდოვსკას უნივერსიტეტი, ქ. ლუბლინი) რიშარდ მალინოვსკი, ქ. ლუბლინის ცეკვის თეატრი, პროფესორი ლევან ხეთაგური (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი). 2014 წელს პოლონურმა ცეკვის პლატფორმამ ცალსახად გვაჩვენა რამდენად მრავალფეროვანია დღეს პოლონური ცეკვა, თავისი სტილისტიკით ტექნიკებით, ტრადიციებით, თემებით, გეოგრაფიული ადგილ-მდებარეობით, მსოფლიოსა და ევროპასთან კავშირებით და საორგანიზაციო მოდელებით. ამის შესახებაა პრეზენტაცია, რომელიც პლატფორმის სპექტაკლების ფრაგმენტებითაა ილუსტრირებული, ასახავს მთავარ ინდიკატორებს, რომლებსაც გავლენა აქვთ პოლონური ცეკვის დღევანდელ მდგომარეობაზე. „მუსიკა – ხედვა – მოძრაობა“ (პერფორმანსი) მუსიკა, ვიდეო: დარიუშ კოჩინსკი თანამედროვე ცეკვის მასტერკლასი ქ. ლუბლინის ცეკვის თეატრი: ბეატა მისიაკ, ვოიტეკ კაპრონ, ანა ჟაკ პროექტი ხორციელდება საქართველოში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით, პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს მიერ, ფონდ „კავკასიის“ , სამეფო უბნის თეატრის და თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მხარდაჭერით

Back to top button