თუმანიშვილის ფონდისა და რუსთაველის თეატრის ერთობლივი პროექტი „პიესა რუსთაველის თეატრისთვის”
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდი და რუსთაველის თეატრი 8 ივლისს, 12:00 საათზე, რუსთაველის თეატრის ვიპ დარბაზში, აწყობს ერთობლივი პროექტის პირველი ნაწილის – დრამატურგიული კონკურსის – ფინალს. კონკურსში მონაწილეობს 13 ავტორი. წარმოდგენილია 17 პიესა.
დრამატურგები შეხვდებიან რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ბატონ რობერტ სტურუას, რომელიც დაასახელებს სამ შერჩეულ პიესას. კონკურსის მხარდამჭერი, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, ამ სამ გამარჯვებულ ავტორს, თითოელუს გადასცემს პრემიას 1000 ლარს.
პიესების ავტორები გაივლიან მასტერკლასებს რობერტ სტურუასთან. მასტერკლასების თარიღი დასახელდება შეხვედრაზე და მათზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. საუკეთესო პიესა /ან პიესები/დაიდგმება რუსთაველის თეატრის სცენაზე.
კონკურსში მონაწილე ავტორები: დავით ხორბალაძე, თამარ მამულაშვილი, ლილე შენგელია, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, თიკო გაბელაია, სოფო ქელბაქიანი ნანუკა სეფაშვილი, ქრისტინე ბებია, ნანა კობაიძე, ირაკლი ცხადაია, თამარ გელაშვილი, მარიამ მამალაძე, ირა კოხრეიძე.