სექტემბრის მიწურულს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრს სტუმრად პოლონელები ეწვევიან.
20-27 სექტემბერს, მოზარდ მაყურებელთა თეატრთან დამეგობრებული ქალაქის, ლოძის საბავშვო თეატრი „პინოქიო“ თბილისელი მაყურებლის წინაშე ერთი კვირის განმავლობაში საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგება.
21 სექტემბერს, ყველაზე პატარა მაყურებლისთვის (1-4) წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „ იავნანა“ 1+, ხოლო 22 სექტემბერს პოლონური დასი შედარებით მოზრდილი ასაკის (10+) ბავშვებისთვის წარმოადგენს სპექტაკლს „მთავარი შეკითხვა“. სპექტაკლების დასაწყისი 12 და 14 საათზე.
სპექტაკლების გარდა, თეატრალური სფეროს წარმომადგენლებისთვის 23-27 სექტემბერს გაიმართება რამდენიმე ვორქშოპი, რომლებსაც გაუძღვებიან: „პინოქიოს“ სამხატვრო ხელმძღვანელი კონრად დვოროკოვსკი, დასის მსახიობები და მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი.
ვორქშოპის თემებია: განსხვავებული თეატრალური ფორმები და მსახიობის იმპროვიზაცია, აგრეთვე გაიმართება მუსიკალური ვორქშოფი. თითოეული მათგანი დამსწრე საზოგადოების აქტიურ ჩართულობას გულისხმობს.
კოპროდუქცია განხორციელდა პოლონეთის გრანტის Promesa 2018 დაფინასებით , პოლონეთის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
21 სექტემბერი
12:00/14:00
“იავნანა”
ადაპტირებული ტექსტი – იოანა კულმოვა
რეჟისორი – იუსტინა შაბოვსკა
მხატვარი – სილვია მაციჟევსკა
მუსიკალური გაფორმება – ადამ სვიტალა
სასცენო მოძრაობა – მიჰალ რატაჟსკი
პროექცია – პიოტრ ლუდვიკი
მონაწილეობენ: მალგორცატა კრავჩენკო, ნატალია ვაიცეჰი
წარმოდგენა განკუთვნილია 3 წლამდე ასაკის მაყურებლისათვის
ხანგრძლივობა 30 წუთი
პრემიერა შედგა 2016 წლის 27 ოქტომბერს
„იავნანა“ ერთგვარი თეატრალური ინსტალაციაა, წარმოდგენა, რომლის ტექსტიც საგანგებოდ შეიქმნა ყველაზე პატარა მაყურებლისათვის (1-3 წ). „იავნანა“ მარტივ ჩარჩოში ჯდება – პროცესი გაღვიძებიდან დაძინებამდე წარმოდგენილია ცოცხალი მოქმედებითა; რბილი და ფუმფულა გარემო, სინათლისა და გლუვი, მრგვალი ფორმების თამაში ბავშვებს დაცულობის განცდას ანიჭებს, ამავდროულად, შემოქმედებით იმპულსებს და სამყაროს შეცნობის სურვილს უღვივებს; ხოლო ცეკვა და პანტომიმის ელემენტები მაყურებელთა გარემომცველ სივრცეს მოძრაობით ავსებს.
მსახიობები რამდენიმე თეატრალურ ეტიუდს გაითამაშებენ. პატარა მაყურებელს საოცარი თავგადასავალი ელის ღამის სამყაროში, ისინი მსახიობებთან ერთად ეთამაშებიან მთვარის შუქსა და ფუმფულა ღრუბლებს, გაეშურებიან მთვარეზე, რომელიც დედამიწას უზარმაზარი, ნათელი სფეროსავით დასცქერის. თითოეულ მოვლენას სხვადასხვა მუსიკალური ბგერა ახლავს თან, თითქოს ცა და ციური სხეულები ბავშვებს საკუთარ მუსიკალურ ენაზე ესაუბრებიან.
წარმოდგენის იდეას საფუძვლად უდევს სახელოვნებო/კვლევითი პროექტი “Baby space”.
22 სექტემბერი
12:00/14:00
„მთავარი შეკითხვა“
ვოლფ ერლბრუხის ფილოსოფიური იგავი მაყურებელს დააფიქრებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა სიცოცხლის აზრი, თავად სამყარო, რომლის ყოველი ელემენტი თვითმყოფადია, განსაკუთრებული და ამის დანახვა მეტად მნიშვნელოვანია.
მთავარი მოქმედი პირია ადამიანი, კაცი, რომელიც წარმოდგენის მსვლელობისას ადამიანთა კრებით სახედ იქცევა.
წარმოდგენის დროს მაყურებელს საკუთარი მოსაზრებები გაუჩნდება, რომელიც შეუძლია დამსწრე საზოგადოებასა და სადადგმო ჯგუფს სპექტაკლის შემდეგ გამართულ ვორქშოფზე გაუზიაროს.
მონაწილეობენ: ჰანნა მატუსიაკი, მალგოჟატა კრავჩენკო, ლუკაშ ბატკო, კშიშტოფ ციესიელსკი.
დასწრება თავისუფალია!!!