21 და 23 სექტემბერი
20:00 საათი
8 სეანსი – ანუ დღევანდელი მსოფლიოს შესახებ ცოდნის კონსტრუირების თეატრალური მცდელობა – ეს არის საერთაშორისო, ექსპერიმენტული თეატრალური პროდუქტი, რომელიც რეალურ ამბებსა და ინტერვიუებს ეფუძნება. ესაა ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც გარბიან საკუთარი თავისგან და მერე უკან ბრუნდებიან. სპექტაკლის ძირითადი თემებია: ჰომოფობია, ფემიციდი, შიდსი, ტერორიზმი, პროსტიტუცია, თვალთვალი.
პროექტის იდეაა, ექსპერიმენტის ფარგლებში მოხდეს თეატრისა და ადამიანის – როგორც მოქალაქის შეხვედრა, სადაც ისინი ერთმანეთისათვის გასაგებ ენაზე ილაპარაკებენ და ერთმანეთს ყურადღებით მოუსმენენ.
აქ „ბრძოლა“ თანაბარ პირობებში იწყება. აქ არ არიან სტუმრები და მასპინძლები. აქ ყველა პირობითი სიმაღლე მოხსნილია და მაყურებელს გამარჯვების ისეთივე შანსი მიეცემა, როგორც სცენაზე მდგომ წინასწარ მომზადებულ მსახიობს.
სპექტაკლის მიზნობრივი აუდიტორია +18 ასაკის მაყურებელია.
დრამა 6 ენაზეა ნათარგმნი და 2016-17-18 წლებში ის 8 სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა თეატრალურ ჯგუფთან ერთად განხორციელდება.
პირველი საქართველოა!
ავტორი: გაბრიელ ნაბოლეონ ელბანო, ვერონიკა დოინელი
რეჟისორი: გურამ მაცხონაშვილი
მხატვარი: ელისაბედ ჭიჭინაძე
კომპოზიტორი: ნიკა მაჩაიძე, ტუსია ბერიძე
მონაწილეობენ: ია სუხიტაშვილი, ირაკლი გოგოლაძე, კოკო როინიშვილი, ნინო ბურდული, ეკა ჩხეიძე, ბაჩო ჩაჩიბაია, ნატალია სიმონოვა, გაბრიელ ნაპოლეონ ელბანო, კახა ჯოხაძე
ხანგრძლივობა: 90 წუთი
მისამართი: ნინოშვილი ქ.#8 „ფაბრიკა“
პროექტი ხორციელდება ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით