სიახლეები

პრემიერა ახმეტელის თეატრში – ფიფქია და შვიდი ჯუჯა

სპექტაკლის შესახებ: (თოჯინური სპექტაკლი )
სარკევ, სარკევ, ვინ არის ამქვეყნად ყველაზე ლამაზი? – ფიფქია – ფიფქისფერი, მეგობრად რომ ჰყავთ ჯუჯებს, თოვლივით თეთრი, სისხლივით ლოყაწითელი და გიშერივით შავთმიანი გოგონა საყვარელ მეგობრებთან – ჭკვიანა, მძინარა, ბუზღუნა, ცხიკინა, მდუმარა, ჩუმჩუმელა, იღბალა ჯუჯებთან პატარა ქოხში ბოროტ დედინაცვალს ემალება …

ძმების გრიმების ზღაპრის მიხედვით
რეჟისორი: გივი სარჩიმელიძე, სპექტაკლი აღადგინა ბესიკ ჩიტაძემ

მონაწილეობენ: გიორგი თექთურმანიძე, ნათია ბასილაშვილი, თამთა ჩუმაშვილი, ვაჟა მღებრიშვილი, გიგი მიგრიაული , გუგა კალანდაძე, ნატა ბიჭიკაშვილი

პრემიერა: შაბათი, 19 მარტი, 14 საათი
სპექტაკლი განხორციელდა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით

Back to top button