სიახლეები

პრემიერა ახმეტელის თეატრში – “გაგა”

14 მაისს, 19 საათზე, ახმეტელის თეატრში პრემიერაა, ინტეგრირებული სპექტაკლი “გაგა” რეჟისორმა ლაშა გოგნიაშვილმა განახორციელა.

სპექტაკლის შესახებ:
პიესის “გაგა” ავტორი მაია მარუაშვილია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხელოვანი, დრამატურგი და მხატვარი, პიესაში მოქმედება თანამედროვე თბილისში ვითარდება, მოქმედი პირები მოზარდები არიან, ოჯახური ურთიერთობები, ბრძოლა თაობებს შორის, ბულინგი, თვითდამკვიდრება-ეს ის თემებია, რომელთაც პიესაში მაია მარუაშვილი ეხმიანება.სპექტაკლში დაკავებულია
ა (ა) იპ. მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდის ორი მეგობარი ბავშვი.

მონაწილეობენ: იუკა ვასაძე, თამთა პატაშური, სტუდია „მართვე“ მოზარდთა თეატრ თეატრალის აღსაზრდელები: გიგი აბდუშელიშვილი, სანდრო კაპანაძე, თამარ ქარჩავა, ,ნინო ბუბუნაური, მალხაზ მიქავა, ლევან ლეჟავა, ელენე მახარაძე, მარიამ ბოლქვაძე, გიორგი კვიციანი, სანდრო ჯანჯღავა, თამაზ ეჯიბია, გელა კვარაცხელია ეკა არუთინიანი, ნიკოლოზ ლორთქიფანიძე, ანი ბიაშვილი, სანდრო ასათიანი, თათული ქიტიაშვილი, ელენე გვალია, ანი ავაქიშვილი

სპექტაკლი განხორციელდა თბილისის მერიის მხარდაჭერით.
სპექტაკლი ერთ მოქმედებად / ხანგრძლივობა 60 წუთი

Back to top button
Close