სიახლეები

პრემიერა ახმეტელის თეატრში – “იავნანა ომს”

იავნანა ომს

9 აპრილს, 19 საათზე ახმეტელის თეატრში პრემიერაა, ახლაგაზრდა დრამატურგის ოთარ ქათამაძის ტექსტის მიხედვით რეჟისორმა ირაკლი გოგიამ მსახიობებთან ერთად ექსპერიმენტული სპექტაკლი განახორციელა
ომი და სამყარო, ომი ბავშვების – პატარა გოგონებისა და ბიჭების თვალით, ომის სათამაშოები, ნაომარი თოჯინები, ტანკგადავლილი კუბიკები, სათამაშო თოფები, რომელიც ნამდვილმა, ცივმა და საზარელმა იარაღებმა შეცვალა …
“უთხარით, რომ მას იცავენ, საიმედოდ იცავენ… უთხარით, რომ ცხრა მთის იქით და ცხრა ზღვას იქით სხვები არიან, იქ სიმშვიდეა და მას უღიმიან, მაგრამ არ ელიან…”
მონაწილეობენ: ვერონიკა კალანდარიშვილი, თინა გვაზავა, გიგი მიგრიაული, გიორგი ცხადაძე, ოთო ჩიქობავა
სპექტაკლი მიმდინარეობს ცოცხალი მუსიკის თანხლებით. მუსიკალური გაფორმება ნუკრი ცისკაძისა, მხატვარი მარიკა კვაჭაძე

Back to top button