სიახლეები

პრემიერა ახმეტელის თეატრში – კარელ ჩაპეკის “დედა”

31 იანვარს, 1 თებერვალს, 19 საათზე, ახმეტელის თეატრში პრემიერაა, ცნობილი ჩეხი მწერლის კარელ ჩაპეკის პიესა “დედა” ახალგაზრდა რეჟისორმა გიორგი სავანელმა ახმეტელის თეატრის დასთან ერთად განახორციელა. მეოცე საუკუნის შესანიშნავი პროზაიკოსი კარელ ჩაპეკი ფანტასტიკური ჟანრის პიესებს წერდა, აღსანიშნავია რომ სიტყვა “რობოტის” ავტორობას სწორედ კარელ ჩაპეკს მიაწერენ. ომი, ძალადობა, ბრძოლა სიკეთისა და სამართლიანობისთვის, ფსიქოლოგიურ დრამაში ჩაპეკის პერსონაჟები მშვიდობისთვის იბრძვიან, ტრაგიკულია დედის ბედი, რომელიც თავის უკანასკნელ იმედსა და უკვე ერთადერთ შვილს– 16 წლის ტონის საკუთარი ნებით უშვებს ფრონტის წინა ხაზზე. პატრიოტიზმი და პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი ქვეყნისა და ერის წინაშე, მარადიული ბრძოლა მშვიდობისთვის და ადამიანები, რომლებიც მზად არიან ამ ბრძოლაში თავგანწირვისთვის.

სპექტაკლში მონაწილეობენ:

  • დედა: მზია ტალიაშვილი
  • მამუკა მაზავრიშვილი
  • ბექნუ ქაფიანიძე
  • სოფია სებისკვერაძე
  • გიორგი ცხადაძე
  • გიგი მიგრიაული

მხატვარი: მარიკა კვაჭაძე;
სპექტაკლი განხორციელდა ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.

Back to top button