სიახლეები

პრემიერა ახმეტელის თეატრში – “კარლსონი”

10, 11 , 17 თებერვალს, 14 საათზე, ახმეტელის თეატრში პრემიერაა, ყველაზე ცნობილი საბავშვო მწერლის – ასტრიდ ლინდგრენის უკვდავი ნაწარმოები “ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი” რეჟისორმა ლაშა გოგნიაშვილმა განახორციელა
ბავშვებო! მოემზადეთ თქვენთან შესახვედრად მსოფლიოში ყველაზე მსუქანი, ზომიერად ფერხორციანი და მოწიფული არსება მოფრინავს. დიახ, მოფრინავს, რადგან კარლსონი სახურავზე ცხოვრობს და პროპელერის საშუალებით პატარა ბიჭის ოთახში აღმოჩნდება, აი სად იწყება ნამდვილი თავგადასავლები! აი ვინ გახდება ფრეკენ ბოკის ფუნთუშების დაუძინებელი მტერი …
ახმეტელის თეატრში დადგმული “კარლსონი” უჩვეულო ინტერპრეტაციითა და გამორჩეული ვიზუალით გამოირჩევა, კარლსონის როლს მსახიობი თამარ ბეჟუაშვილი შეასრულებს, ფრეკენ ჰილდერ ბოკად კი იუკა ვასაძე გარდაისახება
მხატვარი – მარიკა კვაჭაძე, ქორეოგრაფი – გიორგი რაზმაძე.

მონაწილეობენ: კარლსონი – თამარ ბეჟუაშვილი, გიორგი ცხადაძე, სვანტე სვანტენსონი – გიორგი კვიციანი, ნიკოლოზ ლორთქიფანიძე, ტომას სვანტენსონი – ოთო ჩიქობავა, ფრეკენ ჰილდერ ბოკი – იუკა ვასაძე , ფილე – ნიკა კახელი, რულე – გაგა მახათაძე

Back to top button