პრემიერა
29 ოქტომბერს, 12 საათზე ახმეტელის თეატრში კიდევ ერთი ფერადი და ჯადოსნური სპექტაკლის პრემიერაა! „პინოკიოს თავგადასავალი“ კარლო კოლოდის ზღაპრის მიხედვით რეჟისორმა ლაშა გოგნიაშვილმა განახორციელა
სპექტაკლის შესახებ:
პინოკიო ძალიან ცელქი და ონავარი ბიჭუნაა- მისი ცხოვრება სავსეა თავგადასავლებით, რადგან პინოკიოს ყოველ დღე თან სდევს ხიფათი-ის ხომ ყველაზე კეთილი და განუმეორებელი ხის ბიჭუნაა, ვინ თუ არა პინოკიომ უნდა მიიღოს ტორტილასგან ბედნიერების გასაღები, რადგან ხის ბიჭუნა ამქვეყნად მხოლოდ სიყვარულისთვისაა მოვლენილი – მერე, რა რომ ხანდახან ძალიან ანცობს – თქვენ ხომ იცით ბავშვებო რომ თუ ბევრს იცრუებთ ცხვირი გაგეზრდებათ.. როგორ? როგორ და პინოკიოს რომ აქვს ისე…
✔ინსცენირების ავტორი – მიხო მოსულიშვილი
✔რეჟისორი – ლაშა გოგნიაშვილი
✔მხატვარი – მარიკა კვაჭაძე
✔მუსიკალური გაფორმება ირაკლი გოგიასი
✔რეჟისორის თანაშემწე – ნანა ნემსიწვერიძე
მონაწილეობენ: გიორგი ცხადაძე, გაგა მახათაძე, იუკა ვასაძე, თამთა პატაშური, ოთო ჩიქობავა, შორენა ზუბიაშვილი, მამუკა მაზავრიშვილი, ვალერი ტორონჯაძე, თამარ ბეჟუაშვილი, გიგი მიგრიაული, ანდრია გველესიანი, ნელი ბადალაშვილი, გვანცა კანდელაკი, ვაჟა ციცილოშვილი, ვასილ შიხაშვილი, თინა გვაზავა, მაიკო ვაწაძე, სოფია სებისკვერაძე, ნინო ციმაკურიძე