სიახლეები

პრემიერა ახმეტელის თეატრში – “სტუმარ-მასპინძელი”

22, 23 აპრილს, 19 საათზე, ახმეტელის თეატრში პრემიერაა – თეატრი ქართველი კლასიკოსი მწერლის ვაჟა-ფშაველას უკვდავი ნაწარმოების „სტუმარ-მასპინძელი“ სრულიად ახლებურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს

  • ეს არის ეროვნულ მოტივებზე აგებული, თანამედროვე თეატრალური ფორმებით გააზრებული დადგმა
  • რეჟისორი იყენებს ევროპულ თეატრში უკვე კარგად დანერგილ და აპრობირებულ მულტიმედიურ გამომსახველობით საშუალებებს.
  • სპექტაკლის მეშვეობით ქართული ცნობიერების, მენტალობის, ტრადიციების, მსოფლმხედველობისა და ფოლკლორის სინთეზურად წარმოჩენა ხდება
  • სპექტაკლი მუსიკალურად გაფორმებულია ქართული ტრადიციული მუსიკის მოტივებზე – მსახიობების ცოცხალი ვოკალური შესრულებით.
  • სპექტაკლის მუსიკალური ხაზი მხოლოდ ცოცხალი გამომხატველი ელემენტებია – ვოკალი და ქართული ტრადიციული ინსტრუმენტები
  • რეჟისორს წარმოდგენაში შემოჰყავს ქორო რაც დადგმას, როგორც ვიზუალური, ასევე ესთეტიკური თვალსაზრისით ანტიკური თეატრის სათავეებთან აახლოვებს.
  • სპექტაკლი ეძღვნება ახმეტელის თეატრის დამაარსებელ ლერი პაქსაშვილის ნათელ ხსოვნას, 1981 წელს ახმეტელის თეატრი რეჟისორ ლერი პაქსაშვილის მიერ ვაჟა ფშაველას „სტუმარ – მასპინძლის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლით „ მთანი მაღალნი“ გაიხსნა.

რეჟისორი – ირაკლი გოგია,
მხატვარი – ლაშა იაშვილი ( ვენის სამხატვრო აკადემიის მაგისტრი)
კოსტიუმების მხატვარი – მარიკა კვაჭაძე,
მუსიკალური ხელმძღვანელი – ზვიად ბერიაშვილი
მონაწილეობენ: ანდრია გველესიანი, გიორგი ცხადაძე, გიგი მიგრიაული, თინა გვაზავა, გვანცა კანდელაკი, ნინო არეშიძე, თაკო ფრიდონაშვილი

Back to top button