სიახლეები

პრემიერა ახმეტელის თეატრში – “თოლია”

7, 8 ივლისს,19 საათზე, ახმეტელის თეატრში პრემიერაა, “თოლია” ანტონ ჩეხოვისა და ბორის აკუნინის მიხედვით ბელორუსმა რეჟისორმა, მინსკის თანამედროვე სამხატვრო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა – ვლადიმერ უშაკოვმა ახმეტელის თეატრის მსახიობებთან ერთად განახორციელა.

ცამეტი პერსონაჟი და ცამეტივე მკვლელი, მათ, ყველას, ტრეპლევის მოკვლის საკუთარი მიზეზი აქვთ… ანტონ ჩეხოვის ერთ – ერთი ყველაზე ცნობილი პიესის “თოლია” ინტერპრეტაცია თანამედროვე მწერლის – ბორის აკუნინის თვალით და დეტექტიური პასაჟებით .რა ჩაიფიქრა ახმეტელის თეატრში ბელორუსმა რეჟისორმა ვლადიმერ უშაკოვმა? “ესეც შენი თეატრი! ფარდა, პირველი კულისი. მეორე… იქით კი, ცარიელი სივრცე. არავითარი დეკორაცია. უკანა პლანზე მხოლოდ ტბაა და ჰორიზონტი… ფარდას ზუსტად ათის ნახევარზე გავხსნით, როცა მთვარე ამოვა”

მხატვარი – მარიკა კვაჭაძე, კომპოზიტორი – ოლეგ ხომენკო
მონაწილეობენ: სოფია სებისკვერაძე, გიორგი ცხადაძე, ნუგზარ ყურაშვილი, გიგი მიგრიაული, თინა გვაზავა, ვერონიკა კალანდარიშვილი, მამუკა მაზავრიშვილი, თამარ ბეჟუაშვილი, მაიკო ვაწაძე, ანდრია გველესიანი, ოთო ჩიქობავა

Back to top button