სიახლეები

პრემიერა ახმეტელის თეატრში – “წითელკანიანთა ბელადი”

25 თებერვალს, 14 საათზე ახმეტელის თეატრში პრემიერაა, ო’ჰენრის “წითელკანიანთა ბელადი” რეჟისორმა ლაშა გოგნიაშვილმა განახორციელა

სპექტაკლის შესახებ:
ქალაქ მწვერვალში, სადაც ყველაზე უწყინარი და ყველაფრით კმაყოფილი ხალხი ცხოვრობს, ბავშვები ძალიან უყვართ. ებენეზერ დორსეტი ამ ქალაქში ყველაზე მდიდარი კაცია, მისი ცელქი და ონავარი ბიჭუნა ჯონი გამტაცებლების ხელში აღმოჩნდება, ათი წლის წითელკანიანი ბელადის წყალობით გამტაცებლებს კარგი დროის გატარება არ უწერიათ….
სპექტაკლში გამოყენებულია პროექციის მეთოდი – მაყურებელი მოვლენების ნაწილს თვალს სცენაზე დამონტაჟებული ეკრანის საშუალებით ადევნებს

მხატვარი – მარიკა კვაჭაძე
რეჟისორის თანაშემწე – ნანა ნემსიწვერიძე

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
სემი – გიგი მიგრიაული, ოთო ჩიქობავა
ბილი – იუკა ვასაძე, ჯაბა ჯაფარიძე
ჯონი დორსეტი – გიორგი ცხადაძე
სპექტაკლი ერთ მოქმედებად , ხანგრძლივობა 60 წუთი

Back to top button