პრემიერა
20, 21 თებერვალი
“ჩემი ქალაქის ზღაპრები”
სპექტაკლის შესახებ :
“ყველასთვის ვის გულშიც ბავშვი ცოცხლობს – პირველად ქართული თეატრის სცენაზე ყველაზე ცნობილი თანამედროვე ქართველი მეზღაპრის – გურამ პეტრიაშვილის გმირები გაცოცხლდებიან, პატარა ქალაქის სასწაული ამბები, ჟირაფად გადაქცეული კეთილი დინოზავრი, ცისარტყელაზე მოსიარულე თეთრსულელა, ნაღვლიანი კლოუნი და ბავშვები, რომლებიც ყოველთვის მეგობრებზე ოცნებობენ. იმაზე, ვისთან ერთადაც ითამაშებენ, ვისაც თავის ფიქრებს გაანდობენ…
რეჟისორები: ირაკლი გოგია, ლაშა გოგნიაშვილი
მხატვარი – მარიკა კვაჭაძე
კომპოზიტორი – მინდია ხითარიშვილი
მეზღაპრის როლში მაყურებელი თავად გურამ პეტრიაშვილს იხილავს
მონაწილეობენ: იუკა ვასაძე, ვაჟა ციცილოშვილი, ნელი ბადალაშვილი, გიგი მიგრიაული, გიორგი ცხადაძე, თინა გვაზავა, ნინო ციმაკურიძე, ვერონიკა კალანდარიშვილი, გუგა კალანდაძე
პრემიერა – 20, 21 თებერვალი, 14 საათი