სიახლეები

პრემიერა ახმეტელის თეატრში, სპექტაკლი “რომეო და ჯულიეტა”

30, 31 მაისს, 20 საათზე, ახმეტელის თეატრში პრემიერაა, უილიამ შექსპირის ყველაზე პოპულარული და ტრაგიკული პიესის „რომეო და ჯულიეტა“ სრულიად განსხვავებული, ორიგინალური და ახლებური სცენური ინტერპრეტაცია ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირაკლი გოგიამ განახორციელა

მოქმედება სპექტაკლში სხვადასხვა ეპოქასა და სივრცეში ვითარდება. სპექტაკლის მთავარი გმირები ეტაპობრივად თანამედროვე, ჰიპებისა და მუნჯი კინოს ეპოქაში ცხოვრობენ, წარმოდგენის დასასრულს კი მაყურებელი ისევ მე- 16 საუკუნის ვერონაში ინაცვლებს. სპექტაკლში გათამაშებული ამბავი ორი მოქიშპე გვარის მტრობაზე კი არ მოგვითხრობს, არამედ ხელმოცარულ და სიყვარულში იმედგრაცრუებულ ადამიანებზე. რეჟისორი ცნობილი პიესის აქამდე უცნობ აქცენტებს სვამს და დღემდე ყურადღების მიღმა დარჩენილ პრობლემატიკას წარმოაჩენს, რითაც სიყვარულის ისტორიას კიდევ უფრო მძაფრად, ორიგინალურად და თანამედროვედ მოგვითხრობს.

სპექტაკლში მონაწილეობენ:
გიგი მიგრიაული, სოფია სებისკვერაძე, თათული ედიშერაშვილი, გიორგი გასვიანი, ანდრია გველესიანი, ვერიკო კალანდარიშვილი, ბექნუ ქაფიანიძე, გიორგი ცხადაძე, გიორგი ჭუმბურიძე, იუკა ვასაძე, გაგა მახათაძე

მხატვარი – მარიკა კვაჭაძე
ქორეოგრაფი – გიორგი რაზმაძე

Back to top button