სიახლეები

პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში “აურზაური არაფრის გამო”

4 ოქტომბერს 19:00 საათზი
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი 90-ე საიუბილეო სეზონს განახლებულ დარბაზში პრემიერით ხსნის.

5 ოქტომბერს 12:00 საათი.
შექსპირის კომედია „აურზაური არაფრის გამო“, რომლის დამდგმელი რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია წარმოდგენილი იქნება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში.

სპექტაკლის შესახებ: რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა შექსპირის საყვარელ ხერხს მიმართა: გასტროლიორ მსახიობთა დასის წევრები მაყურებლის თვალწინ ინაწილებენ როლებს, კინკლაობენ, იბრძვიან ტექსტისთვის, „ ითავისებენ სახეებს“, რასაც მეტი სიხალისე და თეატრის კულისებს მიღმური ინტრიგა შემოაქვს სპექტაკლში. კომედია კი მოგვითხრობს სიყვარულისა და სიძულვილის, კეთილისა და ბოროტის უხსოვარი დროიდან ჩასახულ კონფლიქტზე, რომელშიც სიკეთე და სიყვარული იმარჯვებს როგორც მორალურად, ასევე ფიზიკურად.

  • პიესის თარგმანი – გივი გაჩეჩილაძე
  • რეჟისორი – დიმიტრი ხვთისიაშვილი
  • მხატვარი – ლომგულ მურუსიძე,
  • მუსიკალურ გაფორმება – ზურაბ გაგლოშვილს,
  • ქორეოგრაფი – გია მარღანია

სპექტაკლში მონაწილეობენ: ნიკოლოზ ფაიქრიძე, ნიკოლოზ ნანიტაშვილი, ნინო არჩაია, ირაკლი გოგოლაძე, ნინო მუმლაძე, თამარ ტყემალაძე, თამარ ცქვიტინიძე, გიორგი ჯიქურიძე, დავით ხახიძე, თორნიკე ქინქლაძე, მამუკა მუმლაძე, მარიამ ჩუხრუკიძე, ვანო დუგლაძე, ვახტანგ ნოზაძე, შალვა ანთელავა, გიორგი შავგულიძე, ნინო შუშიაშვილი, თამარ ჭანუყვაძე, სალომე წურწუმია.

წარმოდგენაში გამოყენებულია ნაწყვეტები უილიამ შექსპირის პიესებიდან და უილიამ გიბსონის პიესიდან „ მსახიობთა ძახილი“.
სპექტაკლი ეძღვნება დიდი ქართველი რეჟისორის და პედაგოგის , ლილი იოსელიანის ხსოვნას.
მოზად მაყურებელთა თეატრის ახალი თეატრალური პროექტი დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ. მათივე მხარდაჭერით განხორციელდა თეატრის ფოიეს რეკონსტრუქცია.

 

Back to top button