1, 2, მარტს, 19 საათზე ახმეტელის თეატრში პრემიერაა, ესპანელი კლასიკოსი მწერლის ფედერიკო გარსია ლორკას უკვდავი პიესა “ბერნარდა ალბას სახლი” რეჟისორებმა ირაკლი გოგიამ და ლაშა გოგნიაშვილმა განახორციელეს.
ახმეტელის თეატრში განხორციელებული „ბერნარდა ალბას სახლი“ მსოფლიოში ერთ – ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟის – მკაცრი, შეუვალი, ტრადიციების დამცველი, კონსერვატორი ქალბატონის – ბერნარდა ალბას სახის ახლებური გააზრებაა, ესპანელი დრამატურგისა და პოეტის – ფედერიკო გარსია ლორკას პიესის მთავარი გმირი – ბერნარდა ალბა ქალია, რომელიც თავის სახლსა და ხუთ ქალიშვილს გამალებით „იცავს“ გარეშე თვალისაგან და ყველას სთხოვს მის წესებს დაემორჩილონ… ისინი – ყველანი საკუთარ პატარა ჩარჩოში ჩაკეტილან და ამ ჩარჩოდან იბრძვიან სიცოცხლისთვის, სიყვარულისთვის…
რეჟისორები: ირაკლი გოგია, ლაშა გოგნიაშვილი
მხატვარი – მარიკა კვაჭაძე
რეჟისორის თანაშემწე – ვერიკო რუხაძე
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი :
ბერნარდა ალბა – მზია ტალიაშვილი, ნელი ბადალაშვილი
პონსია – თამარ ბეჟუაშვილი
მარია ხოსეფა – მარინა ხარჩილავა
მაგდალენა- სოფია სებისკვერაძე
მარტირიო – ვერონიკა კალანდარიშვილი
ადელა – მაიკო ვაწაძე
ამელია – გვანცა კანდელაკი
ანგუსტიასი – თამარ ჟორდანია, თამთა პატაშური
მოახლე ქალი -ლიკა ქუთათელაძე