22 და 23 აპრილს 12:00 საათზე გრიბოედოვის თეატრი წარმოგიდგენთ სპექტაკლს “მოგზაურობა საოცრებათა ქვეყანაში” ფრენკ ბაუმის ცნობილი ზღაპრის “საოცარი ჯადოქარი ოზის ქვეყნიდან” მიხედვით.
მუსიკალური წარმოდგენა ერთ მოქმედებად დადგა რეჟისორმა ვახტანგ ნიკოლავამ. სცენოგრაფია და კოსტუმები ეკუთვნის მანანა კობახიძეს.
სპექტაკლში მონაწილეობენ: მიხეილ არჯევანიძე, მერაბ ქუსიკაშვილი, ანა ნიკოლავა, ნინო გაჩეცილაძე, ნინა კალატოზიშვილი, ვლადიმირ ნოვოსარდოვი, მიხელ გავაშელი, ნინო ნინიძე.
ზღაპრის გმირები საოცარ, ფათერაკებით აღსავსე მოგზაურობაში მიდიან. გზა ჯადოსნურ საოცრებათა ქვეყანაში არც თუ ისე ადვილია. უპირველეს ყოვლისა, მათ საკუთარ თავში უნდა იპოვონ სიყვარული, ერთგულება, მეგობრობა და ისწავლონ ამ ყველაფრის დაფასება და დაცვა. გზად მეგობრები აღმოაჩენენ, რომ სასწაულები აუცილებლად ხდება, და ამისთვის სულაც არ არის საჭირო შორს წასვლა, საკმარისია უბრალოდ გიყვარდეს და გჯეროდეს.
პროექტი განხორციელდა ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით.