სიახლეები

პრემიერა ილიაუნის თეატრში – “რიჩარდ მესამე”

პრემიერა

უილიამ შექსპირი
„რიჩარდ მესამე“

15 და 16 ოქტომბერს ილიაუნის თეატრში ახალ სეზონზე პირველი პრემიერა გაიმართება. უილიამ შექსპირის ქრონიკების ცნობილ და ტრაგიკულ გმირს, „უგვანოს“, უშნოს, კუზიანსა და კოჭლ არსებას, ინგლისის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე არაერთგვაროვან მმართველს ილიაუნის თეატრი პირველად უთმობს საკუთარ სცენას.

უილიამ შექსპირის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პიესაზე მსახიობმა და რეჟისორმა, კახა შარტავამ იმუშავა. მას მაყურებელი კარგად იცნობს სატელევიზიო რეალითი შოუდან „დასი“. კახა შარტავამ სპექტაკლში სხვა და სხვა თეატრის მსახიობები სპეციალურად ამ წარმოდგენისათვის გააერთიანა. ახალგაზრდა მსახიობები პლასტიკის ენით, სიტყვის გარეშე ჰყვებიან რიჩარდ გლოსტერის მეფობის იმ სიხლიან ამბავს, რომელიც საუკუნეების შემდეგაც კვლავინდებურად შემზარავია.

რეჟისორის შესახებ:
კახაბერ შარტავა ილიაუნის თეატრში პირველად დგამს სპექტაკლს, თუმცა მისთვის „რიჩარდ მესამე“ რიგით მეორე სარეჟისორო ნამუშევარია. უილიამ შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზამრი“ მან ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დადგა. მას თავად აქვს შესრულებული რიჩარდ მესამის როლი მოძრაობის თეატრის ამავე სახელწოდების სპექტაკლში. მოძრაობის თეატრში ის ხუთი წლის განმვალობაში მუშაობდა. ამავდროულად, კახაბერ შარტავა იყო ტელევიზიის „ინფო 9“ დილის გადაცემის წამყვანი და ასევე მეცხრე არხის დილის გადაცემის რეპორტიორი.

Back to top button