სიახლეები

პრემიერა – ინკლუზიური სპექტაკლი “კონტაქტი”

“ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრის” დასი, უკვე 4 წელია მოღვაწეობს ჩვენს თეატრალურ სივრცეში. 2015 წლიდან მოყოლებული, სპექტაკლებს რუსთაველის თეატრის სცენაზე დგამენ. დასში 25 მსახიობიდან 15 შშმ პირია.
ამ ჯერად, რიგით მეოთხე საავტორო ინკლუზიური სპექტაკლისთვის ემზადებიან, სახელწოდებით „კონტაქტი“, რომლის პრემიერა გაიმართება 8 და 9 აპრილს რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე, 19:00 საათზე. (პიესა ფილოსოფიურ-შემეცნებითი ხასიათისაა) სწორედ ეს სპექტაკლი მიაქვთ პეკინში საერთაშორისო ფესტივალზე, საიდანაც სულ ახლახანს მიიღეს მოწვევა.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ რომ ჩვენი გვერდი, Teatri.Ge მხარს უჭერს ინკლუზიური თეატრის განვითარებას და ინტეგრაციას ზოგად თეატრალურ სივრცეში.

“ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრი”
წარმოგიდგენთ
ფილოსოფიურ-შემეცნებით ინკლუზიურ სპექტაკლს
“კონტაქტი”

რეჟისორი და იდეის ავტორი: ირა კოხრეიძე
სცენოგრაფი / კოორდინატორი: გიორგი მიქაბერიძე
მუსიკალური გაფორმება: ბაჩი თომაძე
პიესის ავტორი: ირა კოხრეიძე, გიორგი მიქაბერიძე

მონაწილეობენ: მარიამ კაპანაძე, გიორგი პოლოლიკაშვილი, სესილი ღვინჯილია, მარიამ იორდანაშვილი, გვანცა ჯავახიშვილი, სანდრო დარსაველიძე, გიორგი ბუბაშვილი, ლუკა უშვერიძე, მაშიკო თვალაბეიშვილი, გიორგი გვასალია, ნინი ელიოზიშვილი, მარტინა რაკაუსკაიტე, დორა ანდრე, ანა ხაჩიძე, ანანო ჩიტაძე, მარიამ ფირცხალავა, გიორგი მიქაბერიძე.

8 და 9 აპრილი / 19:00 სთ.
რუსთაველის თეატრის მცირე სცენა.

ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე:👇
https://tkt.ge/Show/6669/kontaqti-inkluziuri-speqtakli
ასევე შესაძლებელია ბილეთები შეძენა ფილარმონიის სალაროში.

Back to top button