სიახლეები

პრემიერა მოძრაობის თეატრში – “ჰოჲ”

ჰოჲ – ფიქრები , ფიქრები ..
გავდივართ გზას იდეალური სამყაროდან, სხვადასხვა ემოციებითა და გრძნობებით სავსე ცხოვრებამდე. სიმშვიდეს ვერ ვუძლებთ ,ვბადებთ ქაოსს, კონფლიქტურ სიტუაციებს.
ვიცვლით კოსტიუმებს ქვეშევრდომსა და ძალაუფალს შორის.ვცეკვავთ ვნებებსა თუ ზმანებასთან ერთად.

ჰოჲ – ვხედავთ, გვესმის …
შევიგრძნობთ ცხოვრებისეულ მდგომარეობებს ოთხი კიდურით, ბგერებს აზრებით ვბერავთ , რიტუალები და ფოლკლორი არტერიებით გადაგვაქვს.

ჰოჲ – ვსუნთქავთ…
ვცდილობთ დავკაროთ გრავიტაცია .პუანტილისტურად ვხატავთ სრულყოფილებას
იმედი აუცილებელია…

რეჟისორი: თათა თავდიშვილი
ქორეოგრაფი/მხატვარი: ტატო გელიაშვილი
მუსიკალური გამფორმებელი: Michél

მონაწილეობენ: ეკა ბადურაშვილი, დემეტრე ჩოხელი,ქეთო ზედგინიძე , მათე ხიდეშელი , ხოსილიტა , შოთა ქირია , ნუცა ხიზანიშვილი
ქორეოდრამა ერთ მოქმედებად
ქრონომეტრაჟი: 45 წუთი
პრემიერა: 28 – 29 მაისი

Back to top button