სიახლეები

პრემიერა მოზარდმაყურებელთა თეატრში – “დავით სარაჯიშვილი”

29 და 30 ნოემბერს 19 საათზე, მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მცირე სცენაზე “დავით სარაჯიშვილის” პრემიერა შედგება.
სპექტაკლი, ეძღვნება დიდი ქართველი მეწარმის, მეცენატისა და საზოგადო მოღვაწის დავით სარაჯიშვილის დაბადებიდან 170-ე და თბილისის კონიაკის ქარხნის დაარსებიდან 130-ე წლისთვას. სპექტაკლი, რომლის ავტორი და რეჟისორი მაია შენგელიაა 19-20 საუკუნეების მიჯნის საქართველოს უმნიშვნელოვანეს მომენტებს ასახავს. წარმოდგენაში გამოყენებულია ლიტერატურულ-დოკუმენტური კოლაჟი , რომელიც ეყრდნობა დავით სარაჯიშვილის თანამედროვეთა მოგონებებს. გამოყენებულია დოკუმენტური ფოტომასალა. ფრაგმენტები: გურამ ქართველიშვილის, თამარ ამაშუკელის, ტამარ ტაგვაძის, ნანა კუპრეიშვილის, მწერალთა სახლის, საქართველოს ბანკის, თბილისის კონიაკის ქარხნის საავტორო გადაცემებიდან.
სპექტაკლის მხატვარია ნინო ლეონიძე, მუსიკალური გაფორმება ეკუთვნით ალექსანდრა ლორთქიფანიძეს და მაია შენგელიას, ქორეოგრაფი ანანო სამსონაძე.
სპექტაკლში მონაწილეობენ: პაატა მხეიძე, კახა ჭოლაძე, ნიკოლოზ კვანტალიანი, გიორგი ოქრუაშვილი, რაჟდენ კერვალიშვილი, ეკატერინე შარიქაძე, თამარ ცქვიტინიძე.

Back to top button
Close