სიახლეები

პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში – “პენტერაფობია”

პრემიერა
„პენტერაფობია“
ექსპერიმენტული სცენა

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი, 19 და 21 თებერვალს, 20 საათზე, ექსპერიმენტულ სცენას უთმობს რეჟისორ ვახტანგ ანდიაშვილის დამოუკიდებელ პროექტს “პენტერაფობიას”. ფსიქოლოგიასა და ფსიქიატრიაში დამკვიდრებული ტერმინი პენტერაფობია – სიდედრის მიმართ შიშს ნიშნავს. რეჟისორი, საკუთარი პიესის წყალობით მოქმედებას ორ დროში ანვითარებს, აწმყოსა და წარსულში.

ახალგაზრდა პროგრამისტი მეუღლესთან ერთად სიდედრის ბინაში ცხოვრობს. ის გამოიგონებს დროის მანქანას, რომელმაც მომავალში უნდა გადაიყვანოს. სიდედრი სიძეს ასწრებს, შეყავს არასწორი კოდი , რის გამოც მთელი ოჯახი ქვის ხანაში გადაჰყავს. ჩვენი დროის ოჯახი, პალეოლითური ხანის ოჯახს საცხოვრებელ ადგილს უცვლის და ისინი გამოქვაბულიდან სიდედრის თაოსნობით აწმყოში გადაყავს.

უჩვეულო გარემო ორივე ოჯახზე შოკისმომგვრელ გავლენას ახდენს, თუმცა ქვის ხანის ადამიანები უცებ აუღებენ ალღოს თანამედროვე ცხოვრებას. რა მოხდება მაშინ, როცა ქვის ხანის სიძე კომპიუტერის კლავიატურას ხელს შემთხვევით დააჭერს და ჩვენი დროის ოჯახს შინ დააბრუნებს?

ერთ მოქმედებიან კომედიაში მონაწილეობენ მსახიობები: ეკა თვაური, რაჟდენ კერვალიშვილი, ნათია გნოლიძე, სერგო საფარიანი, მაია ლომიძე და ნელი ვაშალომიძე.

19, 21 თებერვალი
დასაწყისი: 20:00

Back to top button