ქრისტო ბოიჩევი
“პოლკოვნიკი და ჩიტები”
სპექტაკლი ორ მოქმედებად
ექსპერიმენტული სცენა
პირველად ქართულ სცენაზე, ბულგარელი დრამატურგის ხრისტო ბოიჩევის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აქტუალური პიესა „პოლკოვნიკი – ჩიტი“!
5, 6 და 9 ოქტომბერს 20 საათზე ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე ( 6 სართული) გაიმართება „ პოლკოვნიკი და ჩიტების“ პრემიერა.
საერთაშორისო ბრიტანული საბჭოს 1997 წელს გამარჯვებულ და 40-ზე მეტ ქვეყანაში დადგმულ პიესას რეჟისორი თამაზ იმნაძე დგამს. სპექტაკლის მხატვარია ნიკოლოზ საბაშვილი. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: პაატა კიკვაძე, მერაბ ბრეკაშვილი, გიორგი გოიგიშვილი, სოფიო ფერაძე, დევი რეხვიაშვილი, ვასილ ამურველაშვილი, გოგა ბერიძე.
მოზარდ მაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტული სცენა მაყურებელს სთავაზობს პოლიტიკურ ფარსს . პიესაში მოქმედება ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ბოსნიასა და სერბეთს შორის, მდებარე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვითარდება, რომელიც სინამდვილეში მთელი სამყაროა. სამყარო გარშემორტყმული ომით და მგლებით. კარგად ჩანს თუ როგორ აქცია გარემომ ადამიანები ვითომ პოლიტიკოსებად, ვითომ მუნჯებად, ვითომ ყრუებად . ვიღაც ქურდია , ვიღაც მონანიე ცოდვილი. ექიმი არ ექიმობს, სამაგიეროდ მშვიდად აკვირდება ექსპერიმენტს,რომელიც უხილავმა ძალამ წამოიწყო. შედეგად „ღმერთი გაფრინდა და მიატოვა ადამიანი“. სინამდვილეში ადამიანებმა მიატოვეს ღმერთი… და თუ ასეა, მაშინ სალდაფონი (რუსი) თავისი მუშტრითა და მუშტით მოინდომებს გამოიყვანოს საგიჟეთის ბინადარნი და ამას „გამოსვლად“ მიიჩნევს. მის მუშტსა და მუშტარს ყველა ემორჩილება…სანამ „ გამოსვლას“ პოლკოვნიკ ფეტისოვის მსგავსნი ჩაუდგებიან სათავეში, მანამ ვერავინ ვერსად გავა და ვერსადაც მივა.
- რუსულიდან თარგმნა თამაზ იმნაძემ
- დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი – თამაზ იმნაძე
- მხატვარი – ნიკოლოზ საბაშვილი
- ვიდეო პროექცია – ვლადიმერ ბენაშვილის
- რეჟისორის თანაშემწე – აიდა როზე
მონაწილეობენ:
- მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
- ექიმი – პაატა კიკვაძე
- ფეტისოვი – მერაბ ბრეკაშვილი
- ხაჩო – ვასილ ამურველაშვილი
- მატეი – გოგა ბერიძე
- პეპა – სოფო ფერაძე
- კირო – დევი რეხვიაშვილი
- დავუდ – გია გოგიშვილი