სიახლეები

პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში – “ქარიშხალი”

მოზარდ  მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი მაყურებელს შექსპირის პიესებიდან ერთ-ერთ ყველაზე ფილოსოფიურ და მისტიკურ დადგმას სთავაზობს.

2 და 3 თებერვალს  19 საათზე დიდ სცენაზე „ქარიშხალის“ პრემიერა გაიმართება, რომელის დამდგმელი რეჟისორია გიორგი თავაძე, დამდგმელი მხატვარი ანკა კალატოზიშვილი, ქორეოგრაფი გია მარღანია, კომპოზიტორი და მუსიკალური გამფორმებელი დავით თავაძე.

შექსპირის მკვლევართა ნაწილი „ ქარიშხალს“  დრამატურგის უკანასკნელ პიესად მიიჩნევს-  ავტორის პოეტური, თეატრალური ანდერძია , სადაც შექსპირი გარკვეულწილად ემშვოდობება თეატრს, ხოლო პიესის მთავარი პერსონაჟი , ყველასაგან მოკვეთილი ჰერცოგი, ჯადოქარი პროსპერო ავტორის ერთგვარ ალტერ-ეგოდაც კი ითვლება.

ნაწარმოების სიუჟეტი ჯადოსნურ კუნძულზე ვითარდება. დამდგმელი რეჟისორის ინტერპრეტაციაც ამ კუნძულის არსისა და ადამიანთა ბუნების გარშემო ტრიალებს , რომლებიც მაგიურ ადგილზე ტრანსფორმაციას განიცდიან.

“ქარიშხალი” წარმოადგენს გიორგი თავაძის მოდერნისტულად გააზრებულ დადგმას, რომელსაც ერწყმის ანკა კალატოზიშვილის მიერ შექმნილი  ეპოქალურ-მისტიკური სცენოგრაფია და კოსტიუმები.

აქ ყველაფერი პირობითია, მათ შორის ზღვა, რომელიც გაშლილია ავანსცენაზე ერთი ტონა წყლით სავსე აკვარიუმის სახით.

სპექტაკლში მონაწილეობენ:

მერაბ ბრეკაშვილი, დავით ხახიძე,  ირაკლი გოგოლაძე, მარიამ ხუხუნაიშვილი, ნიკოლოზ ფაიქრიძე, ზურაბ ავსაჯანიშვილი, არჩილ სულაქველიძე, გიორგი ჯიქურიძე, ნინო ანდრიაძე, გიორგი კაჭახიძე, პაატა კიკვაძე, დავით როსტომაშვილი,  ვამეხ ჯანგიძე.

Back to top button