სიახლეები

პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში – “რწყილი და ჭიანჭველა”

რწყილი და ჭიანჭველა
ზღაპარი ერთ მოქმედებად

რწყილი და ჭიანჭველა – ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუშია. ეს არაჩვეულებრივი ამბავი საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა და თითქმის ყველა ქართველმა, დიდმა თუ პატარამ ზეპირად იცის.
ამქვეყნად მეგობარი ყველას სჭირდება – ადამიანს, ცხოველს თუ ფრინველს და თვით პაწაწინა არსებებსაც კი. ზღაპარი მოგვითხრობს თუ როგორ წირავს მეგობრისთვის თავს ერთი პატარა რწყილი. წყალში ჩავარდნილი და დასახრჩობად განწირული ჭიანჭველის გადასარჩენად რწყილი რას აღარ შვრება – დახმარებისათვის ვის აღარ მიმართავს: ღორს, მუხის ხეს, ყვავს, კრუხს, ფეტვით სავსე ორმოს, თაგვს, კატას და ძროხას. ყველა მათგანი რწყილს დახმარების სანაცვლოდ რაღაცას სთხოვს. ძალაგამოცლილი ციცქნა არსება ფარ-ხმალს არ ყრის და საბოლოოდ მისი გარჯა უშედეგო არ გამოდგება – ერთგული მეგობარი ჭიანჭველას იხსნის, თანაც ზღაპრის სხვა პერსონაჟებისგან განსხვავებით, მისგან სანაცვლოდ არაფერს ითხოვს, რადგან ნამდვილი მეგობრობა შეუფასებელი განძია. მხოლოდ მას შეუძლია ნამდვილი მეგობრობა, ვისაც სუფთა და კეთილი გული აქვს.

რწყილისა და ჭიანჭველას თავგადასავალს მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე თოჯინები და მსახიობები ერთად გაითამაშებენ. ქართული ფოლკლორით, ცეკვებითა და ქალაქური სიმღერებით აღსავსე სპექტაკლი ჩვენი თეატრის სულ პატარა მაყურებლისთვისაა განკუთვნილი.

  • ინსცენირების ავტორი – დიმიტრი ხვთისიაშვილი
  • რეჟისორები – დიმიტრი ხვთისიაშვილი
  • გია მარღანია
  • მხატვარი – ვახტანგ ქორიძე
  • მუსიკალური გაფორმება – ზურაბ გაგლოშვილის
  • ქორეოგრაფი – გია მარღანია
  • რეჟისორის თანაშემწე – ხათუნა საძაგლიშვილი

მონაწილეობენ: მარიამ ხუხუნაიშვილი, გია მარღანია, ნიკოლოზ ნანიტაშვილი, ნიკოლოზ ფაიქრიძე

Back to top button