სიახლეები

პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში – “სარჩობელაზედ”

15 და 16 ოქტომბერს 19:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მცირე სცენაზე პრემიერაა. რეჟისორი და ინსცენირების ავტორი ოთარ ბაღათურია ქართულ კლასიკას ილია ჭავჭავაძის მოთხრობის ინსცენირებას „სარჩობელაზედ“ წარმოადგენს. სპექტაკლის დამდგმელი მხატვარი აივენგო ჭელიძე, ქორეოგრაფი ანანო სამსონაძე, სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება ალექსი ტურიაშვილს ეკუთვნის.

სპექტაკლი განხორციელდა ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.

მონაწილეობენ: ნინო არჩაია, ქეთი ჩაჩუა, გია გოგიშვილი, ირაკლი გოგოლაძე, ცოტნე საგინაძე, რატი ნავაძე, ლაზარე კერვალიშვილი, რაჟდენ კერვალიშვილი, პაატა კიკვაძე, სოსო მოლოდინაშვილი, საბა ქარაული, მერაბ შარიქაძე

სპექტაკლის შესახებ: სპექტაკლში საუბარია საზოგადოების გულგრილობის პრობლემაზე, რომელმაც დანაშაულისთვის, შემდეგ კი უსასტიკესი სასჯელისთვის გაწირა ახალგაზდა.

Back to top button