ბესო მეგრელიშვილის და ია შუღლიაშვილის სამსახიობო ტანდემი მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე.
7 და 8 მარტს , 20:00 საათზე, მცირე სცენაზე მამუკა სალუქვაძის პიესის „ სიმარტოვე“ პრემიერა შედგება. რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია, სცენოგრაფია ელისაბედ ჭიჭინაძეს ეკუთვნის, ქორეოგრაფი ანანო სამსონაძე, მუსიკალური გაფორმება ალექსანდრა ლორთქიფანიძის.
წარმოდგენაში ნაჩვენებია ცოლ-ქმრული ცხოვრების გარკვეული მონაკვეთი. ერთ ჭერქვეშ მცხოვრები, ერთ დროს მოსიყვარულე ცოლ-ქმრის ცხოვრება, რომელიც წლებთან ერთად უფერულდება და ყოველდღიურ რუტინად იქცევა. დგება გაუცხოვების ეტაპი. სწორედ აქედან იწყება ყოველდღიური დიალოგები საკუთარ თავთან.
როდის და რატომ ჩნდება ცოლ-ქმარს შორის ბზარი, რომელიც სულ უფრო და უფრო ღრმავდება.
როდის და რატომ კარგავენ ადამიანები ერთმანეთს?
ეს და სხვა მნიშვნელოვანი კითხვები ისმება თანამედროვე ამბავში, სახელწოდებით „ სიმარტოვე“ , რომელიც უფროსი ასაკის მაყურებლისთვისაა განკუთვნილი.