სიახლეები

პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში – “ჩიპოლინო”

რა ხდება სუპერმარკეტში როცა სამუშაო დღე სრულდება?
როცა გამყიდველები ტოვებენ სივრცეს და კარებები საგულდაგულოდ ირაზება?
ადამიანები თვალს მოეფარებიან თუ არა წამსვე ცოცხლდებიან უსულო საგნები, მათ შორის ხილ-ბოსტნეული. დახლებიდან, ერთმანეთის გვერდიგვერდ, ადამიანის ხელით კოხტად დაწყობილი ხილის სახეობებიდან ჩამობრძანდებიან გრაფინია ალუბლები, უფლისწული ლიმონი, ყურძენიკო, პროფესორი მსხალა. ბოსტნეულიდან სინიორ პომიდორი, ხახვი ჩიპოლინო, მაძებარი სტაფილოუ, გოგრიკო და სხვანი.
საუბარია ჯანი როდარის “ჩიპოლინოზე”, რომელსაც მოზარდ მაყურებელთა თეატრი საპრემიეროდ ამაზდებს. 21, 22, 23 ივნისს, წარმოგიდგენთ რეჟისორ მაია ჩართოლანის მუსიკალურ სპექტაკლს “ჩიპოლინო”

  • რეჟისორი – მაია ჩართოლანი
  • ინსცენირების ავტორი – ნინო მანაგაძე
  • სცენოგრაფი – მაია სხირტლაძე, მაია ჩართოლანი
  • კოსტიუმების მხატვარი – მაია სხირტლაძე
  • მუსიკალური გაფორმება – ანა ზამბახიძის
  • ქორეოგრაფი – ანანო სამსონაძე
  • სასცენო მოძრაობა – პაატა მხეიძის
  • სიმღერების ტექსტი – მარიამ ლოლაძე, ნინო ლეჟავა, მაია ჩართოლანი
  • რეჟისორის თანაშემწე – ნათია ბოშიშვილი

მონაწილეობენ:  ანა ზამბახიძე, დევი რეხვიაშვილი,ანი მღებრიშვილი, თამარ ტყემალაძე, პაატა კიკვაძე, ვამეხ ჯანგიძე, სერგო შვედკოვი, ხატია მელქაძე, თამარ ჭანუყვაძე, ქეთი ჩაჩუა, ლიკა შუკაკიძე, სოფიო ფერაძე, ნინო ლორთქიფანიძე, ნიკოლოზ კვანტალიანი, ზურა არუსია, ანა ხუროშვილი, ნინო მანაგაძე, ასმათ ქურციკიძე, სოფიო ახუაშვილი, სალომე წურწუმია, გიორგი ჯიქურიძე, გიორგი ოქრუაშვილი, ნინო არჩაია, შალვა ანთელავა, ლაშა გრძელიძე, ზვიად ურიდია.

სპექტაკლის ხანგრძლივობა 1 საათი და 45 წუთი

Back to top button