სიახლეები

პრემიერა მოზარდმაყურებელთა თეატრში – “არ დამივიწყო”

11 და 12 დეკემბერს 19:00 საათზე , ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მცირე სცენაზე პრემიერაა- “არ დამივიწყო”!

ერთმოქმედებიანი დრამა რევაზ მიშველაძის რამდენიმე მოთხრობაზეა აგებული. მწერალი მამა და აფხაზეთის ომში დაღუპული შვილი-ავტობიოგრაფიული ნოველაა, 80 წელს მიტანებული რაჭველი ბაბუას ამბავი დაცარიელებული მთის პრობლემას ეხება, მეორე მსოფლიო ომში დაკარგული საყვარელი ქმრის მაძებარი ქალი და უჩვეულო სატელეფონო „რომანი“ .

სპექტაკლში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული – მამა-შვილობა, მოლოდინი და ერთგულება, ამქვეყნიური ცხოვრება და გარდაცვალება, სიყვარული და მომავლის იმედი… მოზარდ მაყურებელთა თეატრის ერთგული მაყურებელი სცენაზე ცრემლიან, სულშიჩამწვდომ წარმოდგენას იხილავს.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი, მხატვარი ნონო ჩიტაიშვილი, მუსიკალური გაფორმება ალექსანდრა ლორთქიფანიძის, ქორეოგრაფი ანანო სამსონაძე.

მონაწილეობენ: პავლე ნოზაძე, ნუგზარ ყურაშვილი, ნაირა გელაძე, ნინო ლეჟავა, ლელა მახნიაშვილი, ქეთევან ქიტიაშვილი, ანა ხუროშვილი, შალვა ანთელავა, ვახტანგ ახალაძე, ვანო დუგლაძე, ვახტანგ ნოზაძე, ირაკლი ხვთისიაშვილი.

Check Also
Close
Back to top button