ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მცირე სცენაზე ილია ჭავჭავაძის “მგზავრის წერილების” წარმოსადგენად ემზადებიან. პუბლიცისტური წერილები “ერი და ისტორია”, “დავით აღმაშენებელი”, ლექსები, აზრები, “კაცია -ადამიანის” ერთ-ერთი ვერსია და ილიას, ყველა დროში აქტუალური მოთხრობა “მგზავრის წერილები” დიმიტრი ხვთისიაშვილის რეჟისურით ახალ სიცოცხლეს შეიძენს.
ინსცენირების ავტორი, დამდგმელი რეჟისორი და სცენოგრაფი – დიმიტრი ხვთისიაშვილი
კომპოზიტორი – გომარ სიხარულიძე
ქორეოგრაფი – ნიკოლოზ ნანიტაშვილი
ახალგაზრდა და შუა თაობის სამსახიობო ანსამბლით მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენიდან ილიას მართალი და ბასრი სიტყვა გაისმება.
ორ მოქმედებიანი სპექტაკლის პირველი ნაწილი სახელწოდებით “დამაკვირდი”
მონაწილეობენ: I პროტაგონისტი, ავტორი, შვილიშვილი – შალვა ანთელავა
II პროტაგონისტი, გუბის ბინადარი, ბაბუა – ნიკოლოზ ფაიქრიძე.
მეორე ნაწილში „ მგზავრის წერილები“: ავტორი – ნიკა ნანიტაშვილი, ოფიცერი – გიორგი კაჭახიძე, ლელთ ღუნია – ვამეხ ჯანგიძე.
სპექტაკლი ეძღვნება ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180-ე წლისთავს.
13 აპრილი 19:00 საათი