სიახლეები

პრემიერა მოზარდმაყურებელთა თეატრში – “სეილემის პროცესი”

მოზარდ მაყურებელთა თეატრი უფროსი თაობის მაყურებელს ისტორიულ დრამას სთავაზობს. არტურ მილერის “სეილემის პროცესის” პრემიერა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში 5 და 6 ოქტომერს 19 საათზე შედგება.
1692 წელს, მასაჩუსეტის პატარა ქალაქ სეილემში მომხდარი ტრაგედია-პატარა გოგონების თითქოსდა უწყინარი “ბავშვური” თამაში, რომელიც საბოლოოდ დრამატულ სასამართლო პროცესში გადაიზრდა. ორად გახლეჩილი საზოგადოება, “კუდიანებზე ნადირობა” და ადამიანთა ბედით თამაში, სიყვარული და შურისძიება, უფლის სახელით ჩადენილი ცოდვა და ცხოველური ვნებები, რომელსაც ხალხი მასობრივ ისტერიამდე მიჰყავს.

პიესის თარგმანი: ქეთევან ლორთქიფანიძეს და თემურ ჩხეიძეს
დამდგმელი რეჟისორი და ადაპტირებული სცენური ვერსიის ავტორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი
მხატვარი: ლომგულ მურუსიძე
მუსიკალური გაფორმება: ზურაბ გაგლოშვილის
ქორეოგრაფია: გია მარღანია
რეჟისორის თანაშემწე: თამაზ ქარაული

მონაწილეობენ: ვახო ჩაჩანიძე, თამარ მამულაშვილი, თეკლა ჯავახაძე, ვახტანგ ნოზაძე, ნუგზარ ყურაშვილი, დავით როსტომაშვილი, კახაბერ ჭოლაძე, მარიამ ხუხუნაიშვილი, გიორგი კაჭახიძე, ხატია მელქაძე, ია ჭილაია, გიორგი მაისურაძე, სოფო ფერაძე, ირინე კუკულაძე, სალომე წურწუმია, მარიამ ჩუხრუკიძე, თამარ ცქვიტინიძე, თამარ ჭანუყვაძე, ნათია კუპატაძე, ლელა მახნიაშვილი, ვამეხ ჯანგიძე, ქეთი ჩაჩუა, ნიკოლოზ ფაიქრიძე, შალვა ანთელავა, გაგა შიშინაშვილი.

სპექტაკლი განხორციელდა ქალაქ თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით.

Back to top button