სიახლეები

პრემიერა მოზარდმაყურებელთა თეატრში – “თაგვები და ყველი”

მხიარული წარმოდგენა პატარებისთვის და მათი მშობლებისთვის!

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში 29 და 30 სექტემბერს პრემიერაა. სპექტაკლს “თაგვები და ყველი” რეჟისორი დავით ნიკოლაძე დგამს. თავდაპირვეად წარმოდგენილი იქნება რუსულენოვანი ვერსია, მოგვიანებით კი მაყურებელს ამავე სპექტაკლს მოზარდ მაყურებელთა თეატრი ახალი შემადგენლობით, ქართულ ენაზე წარუდგენს. სპექტაკლის სცენოგრაფია და კოსტიუმები ნინო ჩიტაიშვილს ეკუთვნის. ქორეოგრაფი გია მარღანიაა, მუსიკალური გაფორმება ალექსანდრა ლორთქიფანიძეს ეკუთვნის.
სპექტაკლში გადმოცემულია უცნაური ამბავი წრუწუნების ცხოვრებიდან. სათაგვეთში დიდი ორომტრიალია-თეთრი და ნაცრისფერი თაგვები ვერაფრით ეგუებიან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას და მუდმივად კინკლაობენ. ორი დაპირისპირებული ოჯახი საერთო ენის გამონახვის ნაცვლად მუდმივად კინკლაობს. მშობლებისგან განსხვავებით შვილები სიყვარულის გამო მსხვერპლის გასაღებადაც კი მზად არიან. ყველასათვის კარგად ნაცნობი, “რომეოსა და ჯულიეტას” ამბავი მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე სრულიად სხვაგვარად განვითარდება.
29 სექტემბერს 19:00 საათზე, 30 სექტემბერს 13:00 საათზე, თქვენ ნახავთ ზღაპარს თაგვებზე, რომლებსაც ყველი უყვართ; იდუმალებით მოცულ ჯადოქარ კატაზე; შვილებზე, რომლებიც მშობლებს ეურჩებიან და მშობლებზე, რომლებსაც შვილების არ ესმით.

  • რეჟისორი – დავით ნიკოლაძე
  • მხატვარი – ნინო ჩიტაიშვილი
  • მუსიკალური გაფორმება – ალექსანდრე ლორთქიფანიძის
  • ქორეოგრაფი – გია მარღანია
  • რეჟისორი თანაშემწე – ქეთევან ქანთარია

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
რუხი თაგვები:

  • ლიდი – თამარ ლორთქიფანიძე
  • მარტონი – ედმონ გაბედავა
  • შომა – დენ ხლიბოვი, ალექსანდრე ლუბინეცი

თეთრი თაგვები:

  • ალბინ – სერგეი შვედკოვი
  • ვიოლეტა – რამონა მიქელაძე
  • ფრუჟი – თამარ ცქვიტინიძე
  • ჯადოქარი კატა, პასკალი – ალექსი ლობოვი

თეატრალური პროექტი განხორციელდა თბილისის მერიის კულტურის დეპარტამენტის მხარდაჭერით.

Back to top button