ჰენრიკ იბსენი
“მოჩვენებები”
სპექტაკლი ერთ მოქმედებად
მე–19 საუკუნის ნორვეგიელი დრამატურგის ჰენრიკ იბსენის პიესა ,,მოჩვენებები“, როგორც აღმოჩნდა დღეს ისეთივე აქტუალური და ცოცხალია, როგორც 131 წლის წინ, რადგან პიესაში დასმული პრობლემები მარადიულია და სამწუხაროდ სიცოცხლეს არ კარგავს. ფრუ ალვინგი შუახნის ქვრივია, რომელმაც თავისი ქმრის, კამერჰერ ალვინგის სახელობის პანსიონატის გახსნა გადაწყვიტა. მის ირგვლივ წარსულის მოჩვენებები იყრიან თავს: მოსამსახურე რეგინა, პასტორი მანდერსი, დურგალი ენგსტრანდი და საკუთარი შვილი, ოსვალდი, რომელიც წლებია არ უნახავს.იდილიას ქაოსი შეცვლის, მაშინ, როცა ფრუ ალვინგის დიდი ხნის საიდუმლოებები გამჟღავნდება. ჩვენს ახალ დადგმაში ვეცადეთ პიესა დროსთან ადეკვატური გაგვეხადა, რადგან ვთვლით, რომ ეს ამბავი აბსოლუტურად თანამედროვე და აქტუალურია.
- პიესა თარგმნა დავით გაბუნიამ
- რეჟისორი – მიშა ჩარკვიანი
- კომპოზიტორი – ნიკა ფასური
- მხატვარი – ლევან ოჩხიკიძე
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
- ჰელენე ალვინგი – ბუბა გოგორიშვილი
- ოსვალდი – კახა კინწურაშვილი
- პასტორი მანდერსი – ზაალ ჩიქობავა
- ენგსტრანდი – ალექსანდრე ბეგალიშვილი
- რეგინა ენგსტრანდი – ანა წერეთელი