სიახლეები

პრემიერა ახმეტელის თეატრში – “ორი ვოდევილი სიყვარულზე”

დღეს, 1 ნოემბერს, 20:00 საათზე, ახმეტელის თეატრში პრემიერა გაიმართა, წარმატებულმა ესტონელმა რეჟისორმა კალევ კუდუმ კლასიკოსი დრამატურგის ანტონ ჩეხოვის ორი ყველაზე პოპულარული ვოდევილის „დათვი“ და „ხელის თხოვნა“ მიხედვით ახლებური, თანამედროვე და განსხვავებული ინტერპრეტაცია ქართველ მსახიობებთან ერთად განახორციელა.
კლასიკოსი დრამატურგის ანტონ ჩეხოვის პიესები დღემდე აღელვებს და იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რეჟისორებს, ქორეოგრაფებს, კომპოზიტორებს. მისი ნაწარმოებების მიხედვით ქმნიან სპექტაკლებს სხვადასხვა ჟანრში, რომელიც გარდა იმისა, რომ დიდი პოპულარობით სარგებლობს ფართო მაყურებელში, სვამს და ეხმიანება ჩვენთვის დღემდე აქტუალურ და მარადიულ პრობლემებს. მისი მცირე ფორმის პიესები, რომლებსაც ექსპერტები ვოდევილებსაც უწოდებენ, დღემდე იდგმება მსოფლიოს სხვადასხვა თეატრის სცენაზე.

ახმეტელის თეატრში ესტონელი რეჟისორის დადგმული სპექტაკლი ქართველი მსახიობების მონაწილეობით მაყურებელს სიცილთან ერთად, ბევრ საფიქრალსაც მოგვრის.

სპექტაკლში მონაწილეობენ:
გია ჯაფარიძე, თამარ ბეჟუაშვილი, მამუკა მაზავრიშვილი, თათული ედიშერაშვილი, იუკა ვასაძე

კალევ კუდუ
თეატრის რეჟისორი, მსახიობი, დრამატურგი, დაიბადა 1961 წლის 26 აგვისტოს
დაამთავრა-ტალინის თეატრალური ინსტიტუტი-სარეჟისორო ფაკულტეტი
ტარტუს სახელმწიფო უნივერსიტეტი-ჟურნალისტიკის ფაკულტეტი,
ETÜ ” Vanemuise – დრამატული სტუდია მსახიობი
ესტონეთის რეჟისორთა ასოციაციის წევრი 1993 წლიდან
AITU – ს წევრი 2007 წლიდან
ITI-S ცენტრის მკვლევარი- 2014 წლიდან (გერმანია, ბერლინი)
ახალგაზრდული თეატრი – GROUP 80 რეჟისორი
ტარტუს საბავშვო თეატრი- მსახიობი და რეჟისორი
დაარსა ერთი მსახიობის თეატრი
დაარსა ტარტუს სტუდენტური თეატრი Zero theatre
საუბრობს ესტონურ, რუსულ, ინგლისურ და ფინურ ენებზე

Back to top button