ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის
თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი
წარმოგიდგენთ
პ რ ე მ ი ე რ ა
“პინოქიო”
ეს ამბავი იტალიის ერთ პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზ ქალაქში დაიწყო. საღამო ხანი იყო. მარტოხელა მოხუცი ბატონი ჯეპეტო თავის დაცარიელებულ ღარიბულ ბინაში დაბორიალებდა. მერე ინსტრუმენტები მოიმარჯვა და ხის ნაჭრისაგან პატარა ბიჭუნა გამოკვეთა… დიახ, ეს პინოქიოს თავგადასავალია – ფერადი, მუსიკალური, თბილი ამბავი უდარდელი, გულუბრყვილო ბიჭუნას შესახებ, რომელიც უამრავ ხიფათს გადაეყრება, მაგრამ ერთგული ჭრიჭინას დახმარებით უვნებელი დააღწევს თავს საფრთხეს.
- ინსცენირების ავტორი – დავით მაცხონაშვილი
- დამდგმელი რეჟისორი – ელენე მაცხონაშვილი
- დამდგმელი მხატვარი – ვახტანგ ქორიძე
- კომპოზიტორი – შალვა მაცხონაშვილი
- ტექნიკური რეჟისორი – თამარ მედოევი
თარიღი: კვირა, 15 მარტი, 12:00 საათი.
სპექტაკლი განხორციელდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით
მისამართი: კუს ტბის ქ. #2, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრი „მუზა“
საკონტაქტო პირი: 599 33 87 36 თათია კვალიაშვილი (პიარ–მენეჯერი)