სიახლეები

პრემიერა რუსთაველის თეატრში – “არაბეთის სურნელოვანი ბალახები”

18, 19, 26 ნოემბერი
პრემიერა ექსპერიმენტულ სცენაზე

“არაბეთის სურნელოვანი ბალახები”

ერთ მოქმედებად

ავტორი – თამაზ ჭილაძე
რეჟისორი – ნოკოლოზ ჰაინე-შველიძე
მხატვარი – მირონ შველიძე
კომპოზიტორი – ნიკა მაჩაიძე
ქორეოგრაფი – მარიამ ალექსიძე
რეჟისორის თანაშემწე – გრიგოლ თათეიშვილი

მონაწილეობენ: ნანა ფაჩუაშვილი, ნანუკა ხუსკივაძე

სპექტაკლის შესახებ:
“როგორ შეიძლება ადამიანმა იცოცხლოს, თუკი ცხოვრებისა ეშინია, თუკი ცხოვრება და შიში მისთვის ერთი და იგივეა?” თამაზ ჭილაძე

ცხოვრება ხშირად დაგვცინის, ორ ქალს, რძალ-დედამთილს, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ მხოლოდ ზიზღი და სიძულვილი ამოძრავებთ, ბედმა არგუნა ერთად გაევლოთ რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრება. გარშემო ომი და ნგრევაა. მაგრამ, როცა ამ ქალების განვლილ გზას გადახედავ, ხვდები, სამყარო ისეთია, როგორსაც ვიმსახურებთ.

Back to top button