26, 27 ოქტომბერი
პრემიერა მცირე სცენაზე
ბასა ჯანიკაშვილი
‘’გაბრაზებული ჩიტი’’
დასაწყისი: 19:00
სპექტაკლის შესახებ:
პიესას საფუძვლად უდევს საქართველოში რეალურად განვითარებული მოვლენები. პიესის მოქმედება ერთ-ერთ სოფელში ხდება, სადაც რელიგიურ ნიადაგზე თანასოფლელებს შორის დაპირისპირებაა – ქრისტიანები მუსულმანების წინააღმდეგ. ერთ დროს მშვიდობით მცხოვრები მოსახლეობა ახალი რელიგიური კონფლიქტის წინაშე აღმოჩნდა. სოფლის ქრისტიანი მოსახლეობა მუსულმანთა რელიგიური რიტუალის შესრულების წინააღმდეგია. მუსულმანები კი დაჟინებით ითხოვენ ლოცვის უფლებას. სოფელი ორადაა გაყოფილი.
პიესაში რელიგიური შეუწყნარებლობა, ერთმანეთის ტრადიციების მიმართ უპატივცემულობა და რაც მთავარია, უცოდინრობა, ტრაგედიის სათავეა. ამის ნათელი დასტური და სამწუხარო გამოძახილი ორი ახალგაზრდაა , პიესის მთავარი პერსონაჟები – გაბრაზებული ჩიტები, რომლებშიც მშობლებისა და სოფლის სიძულვილი ლოგიკურ გამოძახილს პოვებს. მათი მისიაც, ცნობილი კომპიუტერული თამაშების გმირების მსგავსად , ყველაფრის განადგურებაა.
ჟანრი – “გაუგებარი”
რეჟისორი – დავით საყვარელიძე
მხატვარი – მერაბ მერაბიშვილი
მუსიკალური გაფორმება – დავით საყვარელიძის
რეჟისორის თანაშემწე – გრიგოლ თათეიშვილი
მონაწილეობენ: დავით დარჩია, ნინო თარხან-მოურავი, ქეთი სვანიძე, ბექა სონღულაშვილი, თემიკო ჭიჭინაძე